მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პროტესტში მყოფ თეატრალურის სტუდენტების ნაწილს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა სტატუსი შეუჩერა

თეატრალური

პროტესტში მყოფი სტუდენტების ნაწილს, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა სტუდენტის სტატუსი შეუჩერა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

"დღეს პროტესტში მყოფი სტუდენტების ნაწილს მოგვივიდა მეილი უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან, რომელიც იუწყება რომ სტუდენტის სტატუსი შეგვიწყდა", - წერს ერთ-ერთი სტუდენტი.

აღსანიშნავია, რომ თბილისსა და რეგიონებში მოქალაქეები უკვე 103-ე დღეა ახალი არჩევნების მოთხოვნითა და უდანაშაულოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების მიზნით, საპროტესტო პროევროპულ აქციებს მართავენ. ისინი "ქართული ოცნების" მიერ გატარებულ პოლიტიკას აპროტესტებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები