ჩინეთის ძიანსუს პროვინციის მთავრობაში განაცხადეს, რომ მათ მხოლოდ 17 ადამიანი ჰყავთ ღარიბი, მოსახლეობა კი 80 მილიონზე მეტს შეადგენს.
ადგილობრივი მთავრობის ინფორმაციით, 867 დოლარზე ნაკლები თანხით წლის განმავლობაში მხოლოდ 17 ადამიანი ცხოვრობს, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ ისინი ითვლებიან ღარიბებად. თუმცა, კრიტიკოსები აღნიშნულ მონაცემებს ეჭვის თვალით უყურებენ, ვინაიდან ჩინეთის მთავრობის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას ქვეყანაში სიღარიბის აღმოფხვრა წარმოადგენს.
მიუხედავად ამისა, ძიანსუს პროვინცია, რომელიც ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში მდებარეობს, ქვეყნის ერთ-ერთი მდიდარი პროვინციაა.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთის პროვინციებში სიღარიბის ზღვარი სხვადასხვა თანხით განისაზღვრება. ძიანსუს პროვინციაში მაგალითად ეს ზღვარი 6000 იუანია, რაც დაახლოებით 867 დოლარია. ეს კი დღეში დაახლოებით 2,40 დოლარს შეადგენს.
ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს ცნობით, საშუალო შემოსავალი 2018 წელს ქვეყანაში ერთ ადამიანზე დაახლოებით 4 000 დოლარი იყო.




























