მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პური 10 თეთრით გაიაფდა - რა ახდენს ფასზე გავლენას?

64410a7a6b008
თათია ჩაფიჩაძე
20.04.23 15:11
572
„პურის მწარმოებელთა კავშირის" თავმჯდომარის მალხაზ დოლიძის თქმით, ბოლო 1 წელში პურის ფქვილის ფასი 12 ლარით გაიაფდა, რამაც, მწარმოებლებს ე.წ. სოციალურ პურზე ფასის 10 თეთრით შემცირების საშუალება მისცა. მისი თქმით, ამ ეტაპზე კლების რესურსი სექტორში გაზრდილი ხელფასების, კომუნალურების და ჯარიმების გამო არ არსებობს.

„მინდა იცოდეთ, რომ პურის თვითღირებულებაში ფქვილის ფასი 40%, ენერგომატარებლების წილი დაახლოებით 22%, გადასახადები 18%, 8% სხვა დანამატები და 8% ხელფასებია. ასევე დისტრიბუციის ხარჯები და ჯარიმები, რომელიც იწერება. ახლა დაიწყო წერეთლის რეაბილიტაცია და ეს კიდევ დაამძიმებს ვითარებას, გასაჩერებელი ადგილები არ არის თითოეულ ობიექტზე ჯარიმის მოცულობა დაახლოებით 10 ათასი ლარია, ეს საკითხი მოსაგვარებელია ნამდვილად, ამას გარდა, მთელი რიგი საკითხებია რომელიც ჩახედვას საჭიროებს, წვრილმანებისგან დგება საბოლოო ფასი", - განაცხადა მალხაზ დოლიძემ "საქმიან დილაში" სტუმრობისას.

მან ხელფასების ზრდაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამის მიუხედავად, სექტორიდან კადრების გადინება მაინც ფიქსირდება.

"ხელფასები 30%-ით გაიზარდა და საშუალო ხელფასი 1500 გახდა, ეს არ არის პატარა რიცხვი, თუმცა კადრების დენადობა მაინც გვაქვს. ამას გარდა, ყველა პური გამოდის შეფუთული იმისთვის, რომ მოსახლეობას ჰიგიენურად მიეწოდოს, ვინმემ დაითვალა? ხშირად მეკითხებიან სომხეთში რატომ არის ჩვენზე იაფი? ვიანგარიშე და სომხეთში 20 თეთრია და აზერბაიჯანში - 30 თეთრი. მინდა იცოდეთ, რომ აზერბაიჯანმა პურზე დამატებითი ღირებულება საერთოდ მოხსნა, სომხეთი კიდევ ევრაზიულ კავშირშია და მასთან შედარება არ შეიძლება. ჩვენ გადასახადებს ვიხდით, ევროპას  კანონმდებლობებით ვუახლოვდებით და ამას თავისი დანახარჯები ახლავს. ამასთან, ახლა ვემზადებით "ჰასპის" სტანდარტის დანერგვისთვის, ამას სჭირდება თანხები. მე ვისურვებდი რომ წლის ბოლომდე გადავადდეს და მეწარმეები უკეთ მოემზადონ, მით უფრო, როდესაც პრეტენზია გვაქვს ფასებზე.

ამ ეტაპზე მთავარია შევინარჩუნოთ ეს ფასები და წარმოების მუშაობის ხელშეწყობა მოხდეს", - განაცხადა დოლიძემ.

მისივე ინფორმაციით, თბილისი დღე-ღამეში 420 ტონა პურს მოიხმარს, თითო მოქალაქე საშუალოდ 300 გრ-ს. შედარებისთვის ევროპაში ეს მაჩვენებელი 220, აზიის ქვეყნებში კი 400-500 გრამია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები