მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პუტინი და პრიგოჟინი ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ

64ad1d50b88e4
გიორგი თოლორდავა
11.07.23 13:29
822
სამხედრო აჯანყებიდან რამდენიმე დღეში, ვაგნერის ჯგუფის ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი და პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ.

როგორც ოფიციალური მოსკოვი იუწყება, 3-საათიანი შეხვედრა კრემლში 29 ივნისს გაიმართა და მას 35 მაღალჩინოსანი ესწრებოდა, მათ შორის, მინისტრები და გენერლები.

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, პუტინმა პრიგოჟინის და რუსეთის თავდაცვის ძალების მხრიდან ახსნა-განმარტებები მოისმინა და შესაბამისი განკარგულებებიც გასცა. ზუსტად რა ითქვა შეხვედრაზე უცნობია. ცნობისთვის, აჯანყების პერიოდში პუტინი პრიგოჟინს სამშობლოს ღალატის გამო, განადგურებით ემუქრებოდა, თუმცა ვაგნერის ლიდერი ჯერაც ცოცხალია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები