მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პუტინი დღეს აფხაზეთის ახალ ე.წ. პრეზიდენტს შეხვდება

კრემლი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დღეს აფხაზეთის ე.წ. ახალარჩეულ პრეზიდენტ ბადრა გუნბას შეხვდება. ამის შესახებ რუსული მედიის ცნობით, კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა ოთხშაბათს, დღის მეორე ნახევარში უნდა შედგეს.

"შუადღით, ველოდებით რომ პუტინი შეხვდება აფხაზეთის არჩეულ პრეზიდენტ გუნბას კრემლში", - განაცხადა დმიტრი პესკოვმა.

ცნობისთვის, დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გასულ კვირას გაიმართა, რომელშიც გამარჯვებულად ბადრა გუნბა გამოცხადდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები