მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პუტინი: "დონბასს აუცილებლად ავიღებთ"

პუტინი
BM. GE
04.12.25 22:14
293

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომში მისი მიზანი ამჟამად დონბასის აღებაა. "დონბასს აუცილებლად ავიღებთ" - განაცხადა მან. მისი თქმით, ამ მიზნის მისაღწევად, იგი "ყველა საჭირო ხერხს" გამოიყენებს.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის მკაცრ განცხადებას წინ უძღოდა სამშვიდობო მოლაპარაკებები, სადაც აშშ-ის პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული გეგმა უკრაინის მიერ ტერიტორიების დათმობას ითვალისწინებს.

მოსკოვში განმარტავენ, რომ დონბასის ოლქის საკითხი არ ექვემდებარება არანაირ კომპრომისს. დონბასის ოლქი ორივე მხარისათვის უდიდეს სტრატეგიულ და სიმბოლურ მნიშვნელობას ატარებს.

საპასუხოდ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უარს აცხადებს ქვეყნის სუვერენული ტერიტორიის დათმობაზე. ოფიციალური კიევის განცხადებით, დონბასის რუსეთისთვის გადაცემით იგი გახდება ახალი პლაცდარმი, საიდანაც რუსეთი მომავალში უფრო მარტივად შეძლებს აგრესიული ქმედებების განხორციელებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები