მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პუტინი ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დღეს ორმხრივი შეხვედრები გამართა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან. შეხვედრა მოსკოვში, დსთ-ს სამიტამდე გაიმართა.

პუტინი კრემლში ჯერ ალიევს, შემდეგ კი ფაშინიანს შეხვდა. ორივე ლიდერთან მოლაპარაკების თემა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების მშვიდობიანი დარეგულირება იყო.

სომხეთის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა ფაშინიანი ყაზანში, BRICS-ის მომავალ სამიტში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია. პუტინმა ხაზი გაუსვა ღონისძიების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ის საშუალებას მისცემს არა მხოლოდ რუსეთსა და სომხეთს შორის ორმხრივი მოლაპარაკებების, არამედ ათობით სხვა მონაწილე ქვეყნის წარმომადგენლებთან დიალოგის გამართვას. ამასთან, პუტინმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მკვეთრ ზრდაზე გაამახვილა ყურადღება.

რაც შეეხება ილჰამ ალიევთან შეხვედრას, პუტინმა ასევე მიიწვია ალიევი 23-24 ოქტომბერს დაგეგმილ BRICS-ის სამიტზე. მან აღნიშნა, რომ რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების პოზიტიური ვითარდება. პუტინის თქმით, ორ ქვეყანას ბევრი პერსპექტიული ერთობლივი პროექტი აქვთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები