აშშ-მა ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგი პერსონალური სანქციები ოფიციალურად აამოქმედა.შესაბამისი გადაწყვეტილება ამერიკის სახაზინო დეპარტამენტის ვებგვერდზე განთავსდა.
ეს იმას ნიშნავს, რომ კრემლის ლიდერი იმ ლიდერების გვერდით მოხვდა, როგორიცაა კიმ ჩენ ინი და ბაშარ ალ-ასადი, მათ სიაშია ალექსანდრე ლუკაშენკოც. პუტინთან ერთად პერსონალური სანქციები რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს, სერგეი ლავროვსაც დაუწესდა, რომელიც მოხსენიებულია, როგორც პუტინის „მთავარი პროპაგანდისტი“.
ასევე, სანქციები დაწესდა რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრების წინააღმდეგაც.
აღსანიშნავია, რომ სხვა ქვეყნის ლიდერების წინააღმდეგ აშშ-ის მიერ სანქციების დაწესება ხშირი არ არის. ვაშინგტონის ეს გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთის, კანადის და ევროკავშირის ნაბიჯს მოჰყვა, რომლებმაც პუტინისა და ლავროვის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ გუშინ განაცხადეს.




























