მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"[პუტინი] წითელ საზღვრებს ვერ დაგვიწესებს" - ზელენსკის მიმართვა

უკრაინა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომელშიც აცხადებს, რომ უკრაინა და უკრაინელი ხალხი თავად გადაწყვეტს, როგორ იცხოვროს და რუსეთი მათ წითელ საზღვრებს ვერ დაუწესებთ.

"913 დღის წინ, რუსეთმა სუმის რეგიონიდან ჩვენთან ომი დაიწყო. მათი ლიდერის ჩამქრალ თვალებში მთელი სამყარო ნაცრისფერ ზონადაა აღქმული. მაგრამ ჩვენ არავის მივცემთ უფლებას მიწა, რომელზეც ლურჯ-ყვითელი დროშა სამართლიანად უნდა ფრიალებდეს, ნაცრისფერ ზონად აქციონ.

მოხუცი ავადმყოფი [პუტინი] წითელი მოედნიდან, რომელიც მუდმივად ემუქრება ყველას წითელ ღილაკზე ხელის დაჭერით, ჩვენ ვერ დაგვიწესებს წითელ საზღვრებს. მხოლოდ უკრაინასა და უკრაინელებს შეუძლიათ არჩიონ, როგორ იცხოვრონ, რა გზით წავიდნენ და რა არჩევანი გააკეთონ. ეს არის დამოუკიდებლობა", - ამბობს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის ტერიტორიებზე შეჭრასაც ეხება და აცხადებს, რომ კურსკის ოლქში სამხედრო ოპერაციით ომი რუსეთის ტერიტორიაზე ბუმერანგის პრინციპით, სახლში დაბრუნდა. ზელენსკის ვიდეომიმართვა სწორედ იმ ადგილიდანაა ჩაწერილი, საიდანაც უკრაინამ რუსეთზე მოულოდნელი იერიში მიიტანა.

"რუსეთს მხოლოდ ერთი რამ სურდა - ჩვენი განადგურება. ამის ნაცვლად, დღეს უკრაინის დამოუკიდებლობის 33-ე წელს ვზეიმობთ. ის, რაც მტერმა ჩვენს მიწაზე მოიტანა, სახლში დაუბრუნდათ", - ამბობს ზელენსკი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები