რუსეთმა შესაძლოა განიხილოს დარტყმები შავ ზღვაში არსებულ იმ გემებზე, რომელიც უკრაინის მხარდამჭერ ქვეყნებს ეკუთვნის - აღნიშნული მუქარა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა მის "ჩრდილოვან ფლოტზე" განხორციელებული დარტყმის შემდგომ გააჟღერა.
მან თავდასხმებს "მეკობრული" უწოდა და თქვა, რომ ოფიციალური მოსკოვი "საპასუხოდ უკრაინულ პორტებსა და მათში შემავალ ყველა ხომალდს გაანადგურებს." მოცემული გზავნილი ამერიკულ დელეგაციასთან შეხვედრის დროს გაიგზავნა.
ამავე შეხვედრის დროს რუსულმა დელეგაციამ ევროკავშირი პროვოკაციულ ქმედებებსა და სამშვიდობო პროცესების საბოტაჟში დაადანაშაულა. მისივე თქმით, "ევროპა ხელს უშლის აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ შემოთავაზებულ მშვიდობას."




























