მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პუტინის გადაწყვეტილებით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, რამდენიმე საათით ცეცხლი შეწყდება

პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 11 აპრილის 16:00 საათიდან 12 აპრილის საღამომდე ცეცხლი შეწყდება

ინფორმაციას კრემლი ავრცელებს.

„ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 11 აპრილის 16:00 საათიდან 12 აპრილის საღამომდე გამოცხადდა ცეცხლის შეწყვეტა. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრს და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს დაევალათ ამ პერიოდში ყველა მიმართულებით საომარი მოქმედებების შეწყვეტა. ჯარები მზად უნდა იყვნენ მტრის მხრიდან შესაძლო პროვოკაციებისა და ნებისმიერი აგრესიული მოქმედების წინააღმდეგ საბრძოლველად. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ უკრაინული მხარე რუსეთის ფედერაციის მაგალითს მიჰყვება“, – ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები