მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პუტინის შეკვეთით, დონალდ ტრამპს თავისი პორტრეტი საჩუქრად გადაეცა - ვის ეკუთვნის ნახატი?

ზაფრონოვი

კრემლი ადასტურებს, რომ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეკვეთით აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს საკუთარი პორტრეტი საჩუქრად გადაეცა. როგორც პუტინის პრესსპიკერი პესკოვი აცხადებს, საჩუქარი ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ ვიტკოფს, მარტში მოსკოვში ვიზიტისას გადაეცა.

პესკოვს პორტრეტის შესახებ დამატებითი დეტალები არ დაუზუსტებია. საჩუქრის შესახებ თავად ვიტკოფმა Fox News-თან ისაუბრა. მისი განცხადებით, ტრამპი “ძალიან ააღელვა ულამაზესმა ნახატმა”.

“[მოსკოვში] მეორე ვიზიტი ძალიან პერსონალური იყო. პრეზიდენტმა პუტინმა პრეზიდენტ ტრამპის ულამაზესი პორტრეტი წამყვან რუსს ხელოვანს დაუკვეთა და მე გადმომცა, რათა ის ტრამპისთვის წამომეღო. ეს ძალიან ყურადღებიანი ჟესტი იყო”, - განაცხადა ვიტკოფმა.

“წამყვანი რუსი ხელოვანი” ნიკას ზაფრონოვია, რომელსაც აქამდე თავად პუტინის პორტრეტებიც შეუსრულებია და რუსეთის ფედერაციის სახალხო არტისტადაა აღიარებული. მხატვარმა რუსულ მედიასთან განაცხადა, რომ ტრამპის პორტრეტი “შეუფასებელია”.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები