მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პუტინის ვიზიტის შემდეგ აზერბაიჯანმა BRICS-ში გაწევრიანების განაცხადი ოფიციალურად გააკეთა

BMG

ზერბაიჯანმა BRICS-ში გაწევრიანებაზე განაცხადი ოფიციალურად წარადგინა.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა, აიხან ჰაჯიზადემ განაცხადა.

BRICS-ი 2006 წელს შეიქმნა. თავდაპირველად მასში შედიოდნენ ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთი აფრიკა. 2024 წლის იანვარში ორგანიზაციას შეუერთდნენ ეგვიპტე, ირანი, საუდის არაბეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები და ეთიოპია.

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ორგანიზაციაში გაწევრიანების სურვილი ივლისის დასაწყისში გამოაცხადა, ასტანაში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე. თუმცა, ოფიციალური განაცხადი, მხოლოდ აზერბაიჯანში რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის მეორე დღეს გაკეთდა.

ივლისის ბოლოს ორგანიზაციაში გაწევრიანების განაცხადი წარადგინა მალაიზიამ. BRICS-ში გაწევრიანების სურვილი გამოხატა ასევე თურქეთმაც, თუმცა ოფიციალური განაცხადი თურქეთს არ გაუკეთებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები