მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პუტინს და ლავროვს სანქციებს კანადაც უწესებს

6219549464b9a
თამთა ჯიჯავაძე
26.02.22 02:12
715
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს სანქციებს კანადაც უწესებს. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ განაცხადა.

პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, ტრუდომ აღნიშნა, რომ „პუტინის პირადი სიმდიდრე მნიშვნელოვანი რისკის წინაშეა, ვინაიდან მას საშინელი შეცდომა დაუშვა“.

„ჩვენ დავუწესებთ სანქციებს პრეზიდენტ პუტინს და ამ ბარბაროსული ომის არქიტექტორებს“, - დასძინა მან.

მისივე თქმით, სანქციები ბელარუსის ლიდერებსაც დაუწესდებათ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მხარდაჭერის გამო.

ცნობისთვის, პუტინს და ლავროვს სანქციებს აშშ-ი, დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირიც უწესებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები