მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კანადა გაეროს კლიმატის ცვლილების ფონდში $450 მილიონს გადარიცხავს

64afeb92bd874
სალომე ხიდურელი
13.07.23 20:00
535
როგორც კანადის კლიმატის მინისტრმა გასულ ოთხშაბათს განაცხადა, ქვეყანა გაერთიანებული ერების კლიმატის ფონდში $450 მილიონს განვითარებად ქვეყნებში კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად გადარიცხავს.

ეს დაპირება კი იქიდან გამომდინარეობს, რომ ქვეყნები გაეროს 2023 წლის კლიმატის კონფერენციაზე (რომელიც 12 დეკემბერს გაიმართება) მოლაპარაკებებისთვის უკვე ემზადებიან. საუბრები ნახშირბადის ემისიების შესამცირებლად ფინანსური დახმარების გამოყოფაზე უკვე დაწყებულია.

როგორც კანადის კლიმატისა და გარემოს მინისტრი აცხადებს, ეს ფინანსური დახმარება 50%-ით აღემატება ქვეყნის მიერ კლიმატის ფონდში აქამდე გადარიცხულ თანხებს. აღნიშნული თანხა კი უკვე არსებული 5.3 მილიარდ დოლარიანი ბიუჯეტიდან მოდის, რომელიც კანადამ კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლისთვის გამოყო და 2021 წელს გააორმაგა.

Reuters-ის ცნობით, მდიდარი ქვეყნების მიერ აქამდე დადებული არაერთი ფუჭი დაპირების გამო, კლიმატის ფონდის მიმართ უნდობლობა უკვე გაჩნდა, თუმცა უცხოური მედია ვარაუდობს, რომ წლევანდელ კონფერენციაზე ფონდში საბოლოოდ შეგროვდება 100 მილიარდი დოლარი, დანაპირებზე 3 წლის დაგვიანებით.

თუმცა ფონდში დაპირებული თანხების მობილიზებაც კი არ იქნება საკმარისი ღარიბ და განვითარებად ქვეყნებში გლობალური დათბობით გამოწვეული პრობლემების აღმოსაფხვრელად. ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ გაერომ კლიმატის ფონდში ჩართული სახელმწიფოების ჩამონათვალს უნდა გადახედოს და განაახლოს - მაგალითად, ჩამონათვალში შეიყვანოს ჩინეთი, რომელსაც მსოფლიოში რიგით მეორე უდიდესი ეკონომიკა აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები