მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

COP28-ზე 100-ზე მეტმა სახელმწიფომ სურსათის ინდუსტრიის გარდაქმნის დეკლარაციას მოაწერა ხელი

გაერო

“UAE-ს დეკლარაცია მდგრადი მიწათმოქმედების, გამძლე სურსათის სისტემისა და კლიმატის მოქმედების შესახებ” - ასე ეწოდება დეკლარაციას, რომელსაც მსოფლიოს 134 ქვეყნის ლიდერმა ხელი დღეს, გაეროს “კლიმატის ცვლილებებთან გამკლავების” სამიტზე მოაწერეს ხელი. რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნებს 2025 წლისთვის კლიმატის კრიზისთან დაკავშირებულ ინდივიდუალურ გეგმებში საკვების წარმოებისა და სოფლის მეურნეობის ინდუსტრიის პრობლემების გადაჭრის გზების ინტეგრაციის ვალდებულება აქვთ.

დეკლარაციას ხელს ისეთი ქვეყნებიც აწერენ, რომელთა საკვების წარმოების ინდუსტრია ნახშირბადის ემისიების ყველაზე დიდ რაოდენობას გამოიმუშავებენ. ასეთებია ბრაზილია, ჩინეთი და ევროკავშირის წევრი ზოგიერთი ქვეყანა.

სასურსათო სისტემა გლობალური ემისიების მინიმუმ ⅓-ზეა პასუხისმგებელი, რასაც ექსტრემალური ამინდისა და გვალვის უწყვეტ ციკლში თავისი წვლილი შეაქვს. სწორედ ამიტომ, მსოფლიო რესურსების ინსტიტუტის CEO ანი დასგუპტა მიიჩნევს, რომ არ არსებობს უფრო დიდი გამოწვევა, ვიდრე საკვების წარმოების სექტორი.

კონფერენციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილიც ესწრება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები