მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გლობალურ დათბობაზე ჩინეთისა და აშშ-ის გავლენა უფრო მაღალია, ვიდრე EU-ს 27 ქვეყნის - კვლევა

ჩინეთი აშშ EU

Carbon Brief-ის ახალი ანალიზის თანახმად, “ნახშირორჟანგის ბიუჯეტი”, ანუ CO2-ის ემისიების ის მოცულობა, რაც გლობალური დათბობის 1.5-გრადუსიან ლიმიტში დარჩენისთვისაა საჭირო, 94%-ით დახარჯულია - პრეინდუსტრიული 1850 წლიდან დღემდე, კუმულაციური ემისიების მოცულობა 2.6 მილიარდ ტონამდე გაიზარდა.

კვლევა აჩვენებს, რომ თითქმის ამოწურული ბიუჯეტის ძირითადი ნაწილი განვითარებად ქვეყნებზე მოდის. Carbon Brief-ის ცნობით, ჩინეთის “ისტორიული ემისიები” 320 მილიარდ ტონას აღწევს, რაც ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის საერთო კონტრიბუციას, 303 მილიარდ ტონას აღემატება. ამასთან, ჩინეთი მნიშვნელოვნად ჩამორჩება ამერიკის შეერთებული შტატების მაჩვენებელს, რომლის ისტორიული ემისიების მოცულობაც 532 მილიარდი ტონაა. ორ ქვეყანაში არსებული პოლიტიკის, ტექნოლოგიებისა და მწვანე გეგმების მიხედვით, დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ ჩინეთი გლობალურ დათბობაზე აშშ-ის კონტრიბუციას ვერ გადაასწრებს.

ახალი კვლევა ასევე აჩვენებს, რომ შეერთებული შტატები ასევე ლიდერობს ერთ სულ მოსახლეზე ემისიების რაოდენობითაც - ეს მაჩვენებელი აშშ-ის შემთხვევაში 1 570 ტონაა, ევროკავშირის შემთხვევაში - 682 ტონა, ხოლო ჩინეთის 1.4 მილიარდ მოსახლეზე, ემისიების 227 ტონა მოდის.

კლიმატის ცვლილებაზე მსჯელობისას ისტორიული ემისიების მოცულობას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ატმოსფეროში CO2-ის ემისიების დაშვებული რაოდენობა შეზღუდულია - იმისთვის, რომ, პრეინდუსტრიულ დონესთან შედარებით, პლანეტის დათბობა 1.5-გრადუსიან ნიშნულზე დარჩეს, ემისიების მოცულობამ 2.8 მილიარდ ტონას არ უნდა გადააცილოს, თუმცა ნავარაუდებია, რომ 2024 წელი რეკორდულად ცხელი იქნება, რაც ბიუჯეტის 100%-იან ამოწურვამდე პლანეტას კიდევ უფრო აახლოებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები