მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Q-Commerce-ი ელექტრონული კომერციის ყველაზე მზარდი მიმართულება იქნება - GLOVO

6396d3d2d288d
გიორგი არონია
13.12.22 09:00
735
Q-Commerce-ი, იგივე სწრაფი კომერცია, ელექტრონული კომერციის ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორი იქნება, - ამის შესახებ ევროპის ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის, Glovo-ს თანადამფუძნებელმა საშა მიშომ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა.

„ათი წლის წინ, კმაყოფილი ვიქნებოდი, შეკვეთა ათ დღეში რომ მიმეღო. ხუთი წლის წინ, ეს ვადა ერთი კვირა იყო, ხოლო გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ჯერ 48 საათამდე, ხოლო შემდეგ 24 საათამდე შემცირდა. Glovo-ს კი, შეკვეთა ნახევარ საათში მოაქვს - აი, სწორედ ესაა სწრაფი კომერცია. ცხადია, ელექტრონული კომერცია მუდამ იარსებებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ნივთს დიდი მანძილიდან უკვეთთ, მაგრამ ზოგჯერ, ნივთის მიღება მყისიერად გსურთ“, - აღნიშნა საშა მიშომ „საქმიანი დილის“ ეთერში.

ცნობისთვის, რომ Glovo საქართველოში 2018 წელს გამოჩნდა და მას მერე, ბაზარზე ლიდერობა მოიპოვა. დღეს, კომპანიას სამოცი საოფისე თანამშრომელი და რამდენიმე ათასი გლოვერი ჰყავს დასაქმებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები