მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქადაგიძის რაფის" მიმდებარედ ინფრასტრუქტურის მოწყობა, სავარაუდოდ, მაისიდან დაიწყება“ - საზანოს მაჟორიტარი

ქადაგიძის რაფი

თერჯოლის მუნიციპალიტეტში, კერძოდ „ქადაგიძის რაფის" მიმდებარედ უსაფრთხოების ზომების მიღების მიზნით, მიმდინარე წელს ინფრასტრუქტურის მოწყობაა დაგეგმილი. ამის შესახებ BM.GE-ს თერჯოლის რაიონ, სოფელ საზანოს მაჟორიტარმა, დავით გოგბერაშვილმა განუცხადა.

საქმე ის არის, რომ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საზანოში, მდინარე ძუსაში, ე.წ. ქადაგიძის რაფში გასულ თვეში ოთხი ადამიანი დაიხრჩო. წყალში დაკარგულების ძებნა მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთი ადამიანი მდინარეში გადავარდა, ხოლო ოთხი მის დასახმარებლად წყალში შევიდა. მათგან მაშველებმა მხოლოდ ერთის გადარჩენა შეძლეს. ე.წ. ქადაგიძის რაფს ირგვლივ არანაირი დამცავი ჯებირი, ან კონსტრუქცია არ აქვს მოწყობილი. bm.ge დაინტერესდა, მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, გეგმავს თუ არა ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ადგილზე უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას.

დავით გოგიბერაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე ინფრასტრუქტურულ პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს და პროექტის დასრულების შემდეგ მყისიერი ნაბიჯები გადაიდგმება.

„სპეციალისტები სწავლობენ, თუ რისი გაკეთება შეიძლება „ქადაგიძის რაფში". ახლა ისეთი პერიოდია, რომ წყალუხვობის გამო ფიზიკურად შეუძლებელია რაიმეს გაკეთება. შესაბამისი პროექტის მომზადების შემდეგ გვეცოდინება საინვესტიციო თანხაც და ვფიქრობთ, მიმდინარე წლის მაისიდან, როდესაც წყალი დაიწევს ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც დაიწყება,“- აცხადებს საზანოს მაჟორიტარი.

მისივე ცნობით, აღნიშნულ პროექტის განხორციელებას, თავად მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს.

მეტი ინფორმაციის მოსაპოვებლად, BM.GE თერჯოლის მუნიციპალურ მერიას დაუკავშირდა, სადაც განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე კულტურის სამინისტროსთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ტერიტორიაზე მყისიერი რეაგირება მოხდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები