საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ქალაქ ვალეში წყლის ამორტიზებული სისტემის რეაბილიტაციას აპრილში დაიწყებს. ვინ შეასრულებს სამუშაოებს ამასთან დაკავშირებით ტენდერში გამარჯვებული კომპანია უახლოეს დღეებში გამოვლინდება. ვალეში წყალმომარაგების სისტემა ამორტიზებულია და ქალაქს წყალი დღის გამნავლობაში მხოლოდ ექვსი საათით მიეწოდება, დიდია წყლის დანაკარგიც. პროექტის დასრულების შემდეგ, მოსახლეობას წყლის ცენტრალიზებული სისტემის არარსებობით გამოწვეული პრობლემა მოუგვარდება და ხარისხიანი წყალმომარაგება ექნება. დაგეგმილი სამუშაოების ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყლის არსებულ ცენტრალურ სათავენაგებობას, აშენდება ორი რეზერვუარი, მოეწყობა რვა ჭაბურღილი და მაგისტრალური მილსადენი. განხორციელდება აბონენტების ინდივიდუალური გამრიცხველიანება. პროექტისთვის, დაახლოებით, 6 400 000 ლარი წყალმომარაგების კომპანიის ბიუჯეტიდან გამოიყოფა. სამუშაოები 2020 წლის მაისში დასრულდება.
http://sknews.ge/index.php?newsid=21547.


































