ცესკოს წინასწარი მონაცემების მიხედვით, ირკვევა, რომ არჩევნების მეორე ტური თბილისის გარდა, კიდევ არაერთ ქალაქში გაიმართება. მათ შორის:
რუსთავში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი დავით კირკიტაძე და „ოცნების“ კანდიდატი ნინო ლაცაბიძე დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. კირკიტაძეს წინასწარი მონაცემებით, ხმათა 43.77% აქვს, ლაცაბიძეს კი - 44.64%.
ქუთაისში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ხატია დეკანოიძე და „ოცნების“ კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. დეკანოიძეს წინასწარი მონაცემებით, ხმათა 43.3% აქვს, ხახალეიშვილს კი - 41.56%.
ფოთში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გიორგი უგულავა და „ოცნების“ კანდიდატი ბექა ვაჭარაძე დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. უგულავას წინასწარი მონაცემებით, ხმათა 38.38% აქვს, ვაჭარაძეს კი - 46.6%.
ბათუმში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გიორგი კირთაძე და „ოცნების“ კანდიდატი არჩილ ჩიქოვანი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. კირთაძეს წინასწარი მონაცემებით, ხმათა 42.4% აქვს, ჩიქოვანს კი - 41.32%.
თელავში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გიორგი ბოტკოველი და „ოცნების“ კანდიდატი ლევან ანდრიაშვილი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ბოტკოველს წინასწარი მონაცემებით, ხმათა 45.65% აქვს, ანდრიაშვილს კი - 46.79%.
თიანეთში, სადაც „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ კანდიდატი თამაზ მეჭიაური და „ოცნების“ კანდიდატი ლევან წიკლაური დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. მეჭიაურს წინასწარი მონაცემებით, ხმათა 30.09% აქვს, წიკლაურს კი - 43.19%.
ქარელში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ნიკოლოზ ახალკაცი და „ოცნების“ კანდიდატი ზაზა გულიაშვილი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ახალკაცს წინასწარი მონაცემებით, ხმათა 34.35% აქვს, გულიაშვილს კი - 45.46%.
ხაშურში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი იოსებ ბუაძე და „ოცნების“ კანდიდატი თენგიზ ჩიტიაშვილი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ბუაძეს წინასწარი მონაცემებით, ხმათა 34.91% აქვს, ჩიტიაშვილს კი - 44.02%.
ცაგერში, სადაც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ კანდიდატი ბესარიონ ბენდელიანი და „ოცნების“ კანდიდატი გიორგი ნემსაძე დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ბენდელიანს წინასწარი მონაცემებით, ხმათა 35.02% აქვს, ნემსაძეს კი - 49.34%.
ბაღდათში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გიორგი რობაქიძე და „ოცნების“ კანდიდატი კახა ენუქიძე დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. რობაქიძეს წინასწარი მონაცემებით, ხმათა 35.88% აქვს, ენუქიძეს კი - 49.54%.
წყალტუბოში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ზაზა მეტრეველი და „ოცნების“ კანდიდატი გენადი ბალანჩივაძე დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. მეტრეველს წინასწარი მონაცემებით, ხმათა 42.05% აქვს, ბალანჩივაძეს კი - 48.46%.
ოზურგეთში, სადაც დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე და „ოცნების“ კანდიდატი ავთანდილ თალაკვაძე დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. შარაშენიძეს წინასწარი მონაცემებით, ხმათა 29.1% აქვს, თალაკვაძეს კი - 43.35%.
სენაკში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი კობა ნაყოფია და „ოცნების“ კანდიდატი ვახტანგ გადელია დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ნაყოფიას წინასწარი მონაცემებით, ხმათა 42.1% აქვს, გადელიას კი - 40.61%.
მარტვილში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი თეიმურაზ ჯანაშია და „ოცნების“ კანდიდატი თორნიკე ჯანაშია დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. თეიმურაზ ჯანაშიას წინასწარი მონაცემებით, ხმათა 37.04% აქვს, თორნიკე ჯანაშიას კი - 43.67%.
ხობში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ბესიკ შენგელია და „ოცნების“ კანდიდატი დავით ბუკია დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. შენგელიას წინასწარი მონაცემებით, ხმათა 34.09% აქვს, ბუკიას კი - 46.73%.
ზუგდიდში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ანზორ მელია და „ოცნების“ კანდიდატი მამუკა წოწერია დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. მელიას, წინასწარი მონაცემებით, ხმათა 46.8% აქვს, წოწერიას კი - 41.28%.
წალენჯიხაში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გიორგი ხარჩილავა და „ოცნების“ კანდიდატი გოგა გულორდავა დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ხარჩილავას, წინასწარი მონაცემებით, ხმათა 39.85% აქვს, გულორდავას კი - 38.28%.
ჩხოროწყუში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ბადრი ქარჩავა და „ოცნების“ კანდიდატი დათო გოგუა დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ქარჩავას, წინასწარი მონაცემებით, ხმათა 34.56% აქვს, გოგუას კი - 44.06%.
ხელვაჩაურში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი მიშა ბოლქვაძე და „ოცნების“ კანდიდატი ზაზა დიასამიძე დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ბოლქვაძე წინასწარი მონაცემებით, ხმათა 39.87% აქვს, დიასამიძეს კი - 43.23%.