მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცესკოში ხელფასების ზრდა, ქვეყნის საერთო სახელფასო პოლიტიკის ნაწილია - განცხადება

ცესკო პოლიტიკურ პარტიებს პარლამენტის არჩევნებისთვის პარტიული სიის  ელექტრონულად წარდგენის შესაძლებლობას აძლევს

საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა სახელფასო საკითხებთან დაკავშირებით დეზინფორმაციული კამპანია ხორციელდება, – ამის შესახებ აღნიშნულია ცესკო-ს განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, ანაზღაურება საერთო სახელფასო პოლიტიკის ნაწილში არის გაზრდილი 10%-ის ფარგლებში, როგორც კომისიის თავმჯდომარისთვის, ასევე ყველა პარტიული თუ არაპარტიული წევრებისთვის.

საქმე ის არის, რომ 2024 წლის 30 დეკემბრის განკარგულებით ცესკოს თავმჯდომარის ხელფასი 12 410 ლარით განისაზღვრა. მოადგილის - 11 534 ლარი იქნება, მდივნის - 11 388 ლარი, კომისიის წევრების კი 9 928-9 928 ლარი.

„საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ დაიწყო საჯარო სექტორში დასაქმებულთათვის შრომითი ანაზღაურების ყოველწლიურად, მინიმუმ, 10%-იანი ზრდის პროცესი. საარჩევნო ადმინისტრაციაშიც ხელფასების ზრდა, როგორც ცენტრალურ, ასევე საოლქო საარჩევნო კომისიების დონეზე, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად ხორციელდება, თუმცა ამის მიუხედავად მედიის ნაწილი და დაინტერესებული მხარეები ინფორმაციით მანიპულირებენ და საზოგადოება მიზანმიმართულად შეჰყავთ შეცდომაში. კერძოდ, ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ საოლქო საარჩევნო კომისიების წევრთა 2017 წლის ხელფასი 2025 წლის ხელფასს შეადარა და საზოგადოებას ისე მიაწოდა ინფორმაცია, თითქოს ზრდა არა ეტაპობრივად, არამედ ერთჯერადად, წელს განხორციელდა და ზრდის პროცენტიც 10%-ზე ბევრად დიდი იყო. ეს ხდება იმ ფონზე, როცა ყველა სამართლებრივი აქტი, რომელიც აღნიშნულ საკითხს არეგულირებს, საჯაროა და ხელმისაწვდომია დაინტერესებულ პირთათვის.

ამ საერთო სახელფასო პოლიტიკის ნაწილში არის გაზრდილი სარგო 10%-ის ფარგლებში როგორც კომისიის თავმჯდომარისთვის, ასევე ყველა პარტიული თუ არაპარტიული წევრებისთვის, რაც ასევე სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ მანიპულაციურად იქნა წარმოჩენილი, თითქოს ხელფასის ზრდა პერსონალურად რომელიმე ხელმძღვანელი პირის გარკვეული დამსახურებების გამო განხორციელდა. დაინტერესებული მხარეები ასევე მანიპულაციურად უკავშირებენ ერთმანეთს უწყებაში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესს და ხელფასების ზრდას. თითქოს რეორგანიზაციიდან გამომდინარე თანამშრომლების გათავისუფლების შედეგად წარმოშობილი ფინანსები დაედო წყაროდ სარგოების ზრდას, რაც ასევე არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან საერთო სახელფასო პოლიტიკის ჭრილში 10%-იანი ზრდის საკითხი ჯერ კიდევ გასული წლის გაზაფხულზე შესაბამის უწყებებში წარდგენილ საბიუჯეტო განაცხადში იყო გათვალისწინებული და ცესკო-ს სამართლებრივი აქტით დამტკიცებული, რაც იმთავითვე ხაზს უსვამს ზემოთ მითითებული ბრალდების აბსურდულობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადვილი მისახვედრია, რომ ხელფასებთან დაკავშირებული ინფორმაციით მანიპულაცია ხდება მიზანმიმართულად, რაც, ჩვენი ვარაუდით, საზოგადოებაში უწყების მიმართ ნეგატიური განწყობების გასაძლიერებლად ვრცელდება. საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ჩართულ მხარეებს, პატივი სცენ საზოგადოებას და ინფორმაციის გავრცელებამდე გადაამოწმონ მათი სისწორე, რათა უზრუნველყონ ვერიფიცირებული ინფორმაციის მიწოდება საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობასთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია ცესკო-ს განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები