მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქალაქი ქალაქში - Tempo City ბათუმში

ტემპო
22.04.26 11:33
1243

არსებობს ერთი მარტივი, მაგრამ მუდმივად აქტუალური სურვილი: იცხოვრო სივრცეში, სადაც სიმშვიდე და დინამიკა ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება. გინდოდეს მწვანე გარემო, სიჩუმე და ჰაერი, მაგრამ ამავე დროს არ დაკარგო ქალაქის რიტმი, სიახლოვე და ენერგია. გინდოდეს, რომ ზღვა, კაფე, ცენტრი რამდენიმე წუთში იყოს ხელმისაწვდომი და მაინც, სახლში დაბრუნებისას ქალაქის ხმაური თითქოს უკან რჩებოდეს.

ამ იდეას ჰპასუხობს ბათუმში მოქმედი დეველოპერული კომპანია TEMPO, რომელიც ქმნის არა უბრალოდ საცხოვრებელ კომპლექსს, არამედ მთლიან ურბანულ გამოცდილებას - Tempo City-ს.

„ქალაქი ქალაქში“

Tempo City არ არის ერთი შენობა ან სტანდარტული პროექტი. ეს არის კონცეფცია - ქალაქის შიგნით შექმნილი ახალი, დამოუკიდებელი გარემო, სადაც ყოველდღიური ცხოვრება უფრო მარტივი, კომფორტული და ჰარმონიული ხდება.

ბათუმის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად და მწვანე უბანში, ზღვისა და ქალაქის ცენტრიდან სულ რამდენიმე წუთის დაშორებით, Tempo City აერთიანებს ორ თანამედროვე პროექტს - Queen’s Residence-სა და Serenade by Tempo-ს.

Tempo City კარგად ნაფიქრი, ერთიანი სივრცეა, სადაც ყველაფერი რაც გჭირდება უკვე გათვალისწინებულია პროექტში:

  • გამწვანებული ეზოები და მშვიდი საცხოვრებელი გარემო
  • ღია და დახურული აუზები გათბობით
  • თანამედროვე ფიტნეს ცენტრი და სპა
  • სამუშაო და კო-ვორქინგ სივრცეები
  • რესტორანი და კაფეები

აღსანიშნავია, Serenade by Tempo-ს სახურავზე განთავსებული ინფინიტი აუზი, რომელიც Tempo City-ის სიმბოლოდ იქცევა - ადგილი, სადაც ქალაქის პანორამა და პირადი სიმშვიდე ერთ წერტილში იკვეთება.

შენ ცხოვრობ Tempo City-ში. შენი ტემპით.

ტემპი, რომელიც იგრძნობა

TEMPO ბაზარზე მხოლოდ ორი წელია ოპერირებს, თუმცა ამ დროში უკვე ორი მასშტაბური პროექტის განვითარება დაიწყო. მაგრამ კომპანიის მთავარი ძალა მხოლოდ მასშტაბში არ არის.

ეს არის ტემპი.

მშენებლობის ტემპი, რომელიც თვალნათლივ ჩანს.
პროცესი, რომელიც ყოველდღიურად პროგრესს აჩვენებს, რაც ქმნის სანდოობას როდესაც ხედავ, როგორ იზრდება პროექტი შენს თვალწინ, არჩევანი უფრო მარტივი ხდება.

საინვესტიციო პერსპექტივა

Tempo City მხოლოდ საცხოვრებელი სივრცე არ არის - ეს არის საინვესტიციო შესაძლებლობაც.

ბათუმის უძრავი ქონების ბაზარი დღეს ერთ-ერთი ყველაზე დინამიკურია რეგიონში. მზარდი ტურიზმი, ინფრასტრუქტურის განვითარება და საერთაშორისო ინტერესი ქმნის სტაბილურ გარემოს როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი ინვესტიციებისთვის.

ამ კონტექსტში Tempo City გამოირჩევა:

  • მშენებლობის ტემპით
  • კონცეფციით - „ქალაქი ქალაქში“
  • ინფრასტრუქტურით - სრულად ინტეგრირებული საცხოვრებელი გარემო
  • მაღალი საინვესტიციო უკუგებით

დამატებით, TEMPO პირველად აცხადებს მოქნილ გადახდის პირობებს მიმდინარე წლის გაზაფხულზე: გადახდა თვეში მხოლოდ 1%-ით, რაც პროექტს ხელმისაწვდომს ხდის როგორც დამწყები, ასევე გამოცდილ ინვესტორებისთვის.

Tempo City-ის პირველი პროექტი - Queen’s Residence-ი მშენებლობის აქტიურ ფაზაშია. ამ დროისთვის კომპლექსის 70% შესრულებულია, რაც მკაფიოდ ასახავს მშენებლობის დინამიკურ ტემპსა და თანმიმდევრულ პროგრესს.

პირველი ბლოკის სრული მოწყობა დაგეგმილია 2026 წლის აგვისტოში, ხოლო 2027 წელს დასრულდება ორივე ბლოკის სრული განვითარება საცხოვრებელ სტანდარტამდე მიყვანითა და საბოლოო ჩაბარებით.

კომპანიას დიდი გეგმები აქვს და სულ მალე სიახლეებს გპირდებათ.

Tempo City - იცხოვრე შენი ტემპით, ბათუმში.

032 203 55 55 / tempoholding.ge



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები