რა საჭირო იყო მილიონები მეფრიალებინა. 1997 წელს მყავდა „მერსედესი", რომელსაც თითით აჩვენებდნენ ქალაქში. ასევე, პირველი„ლენდ-კრუიზერიც" მე მყავდა. შუქნიშანზე რომ ვჩერდებოდი, თავს ვხრიდი, მრცხვენოდა, ხალხს უჭირს-მეთქი, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძე სასამართლო პროცესზე, საბოლოო სიტყვის წარმოთქმის დროს განაცხადა.
მისი თქმით, მას ბრალდების მხარე ქონებერივ დისბალანსს ედავება, თუმცა შემოსავლების დამადასტურებელი დოკუმენტი არსებობს, როგორებიც არის დაცვის მხარის მიერ ჩატარებული აუდიტორული დასკვნა და ხელშეკრულებები.
„საერთო ჯამში, მარტო ავტოფარეხების რეალიზაციით ნახევარი მილიონი ლარის შემოსავლები მაქვს მიღებული. რაიმის შენიღბვა თუ მინდოდა, ამის გაკეთება 1000 მეთოდით შემეძლო. დეკლარაციაში ასახული მქონდა 2024 წლის შემოსავლები და არა 2025 წლის",- განაცხადა ბურჭულაძემ.




























