მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქალბატონი სახელად გოლდა“ - გიორგი ისაკაძის ეპილოგი / 22.10.2023

ისრაელის ლეგენდარული პრემიერ-მინისტრი, გოლდა მეიერი, რომელიც ამ ქვეყანას სხვა რანგშიც ემსახურა გასული საუკუნის 60-70-იან წლებში. მასზე ბევრი დაწერილა, ფილმებიც გადაღებულა. ბოლო ფილმი - გოლდა, გამორჩეულად ყურებადია საქართველოშიც, სადაც ლეგენდარული პრემიერ მინისტრის როლს,ჰელენ მირენი ასრულებს. ასევე, ბრიტანეთშია გადაღებული ფილმი “ქალბატონი სახელად გოლდა” და მის როლს ცნობილი შვედი მსახიობი,ინგრიდ ბერგმანი ასრულებდა. ეს ბერგმანის უკანასკნელი როლი გახლდათ. თავად გოლდა 1978 წელს თელავივში გარდაიცვალა, 80 წლის ასაკში და ცნობილია რომ სიცოცხლის ბოლომდე ის დღეში 12 ფინჯან ყავას და ლამის ორ კოლოფ თამბაქოს ეწეოდა. ვისაც მაგარი ქვეყნის აშენება სურს, მაგრამ არ იცის, როგორ, – ისრაელის პრემიერ-მინისტრის გოლდა მეიერის სამ წესს გიტოვებთ:

"თუ გსურთ, ააშენოთ ქვეყანა, რომელშიც თქვენს შვილებს ცხოვრება ენდომებათ… თუ გსურთ, ააშენოთ ქვეყანა, რომელსაც ისინი მხოლოდ შვებულების დროს დატოვებენ… თუ გსურთ, ააშენოთ ქვეყანა, რომელშიც მომავლის შიში არ გექნებათ… მაშინ ოდნავ შეიწუხეთ თავი და

  • 1.კორუფცია გამოაცხადეთ ღალატად, ხოლო კორუმპირებული ჩინოვნიკები მეშვიდე თაობამდე ქვეყნის მოღალატეებად შერაცხეთ.
  • 2.სამხედრო, მასწავლებელი და ექიმი ყველაზე მაღალანაზღაურებად და პატივსაცემ პროფესიებად აქციეთ.
  • 3. რაც მთავარია – იმუშავეთ, იმუშავეთ და იმუშავეთ! ვინაიდან – არავინ გიშველით და არავინ დაგიცავთ, საკუთარი თავის გარდა! თქვენ, მხოლოდ თქვენ და არავის სხვას არ სჭირდება თქვენი ქვეყნის წარმატება და კეთილდღეობა. როდესაც ეს გახდება არა უბრალოდ სიტყვები ან არა უბრალოდ ლოზუნგი, არამედ გახდება თქვენი ცხოვრების გზა, მხოლოდ მაშინ მიაღწევთ მიზანს…”

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები