მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქალები ბიზნესში: შესაძლებლობები და პანდემიის გამოწვევები“

BM.GE
25.03.21 11:46
602
ბიზნეს სექტორში დასაქმებული ქალების თანაფარდობა კაცებთან მიმართებაში 40-60 პროცენტზეა. კაცების ანაზღაურებაქალების შემოსავალზე საშუალოდ 515 ლარით მეტია და 1380.5 ლარს შეადგენს. ყველაზე დიდი განსხვავება ანაზღაურებას შორის საშუალო ზომის საწარმოებში დასაქმებულებს შორის ფიქსირდება - ამის შესახებ ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით ჩატარებულ კვლევაშია საუბარი, რომლის მიზანსაც ქალი მეწარმეების ეკონომიკური გაძლიერება წარმოადგენს. ამავე მონაცემების მიხედვით 2019 წელს რეგისტრირებულ საწარმოთა მხოლოდ 29 პროცენტი იყო ქალის მფლობელობაში, რაც 2017 წლის მონაცემებთან შედარებით ორი პროცენტით ნაკლებია. პროექტს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) ახორციელებს.

სტუმარი: ირინა გურული - "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი", დირექტორის მოადგილე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები