მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქალი ლიდერი სამშენებლო სექტორში - თამარ თავაძის გზა და CMC-ის საერთაშორისო წარმატება

თანამედროვე სამშენებლო ინდუსტრია დიდი ხანია გასცდა მხოლოდ ფიზიკურ მშენებლობას - დღეს პროექტების წარმატებას ზუსტი საინჟინრო გათვლები, BIM ტექნოლოგიები და საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული პროექტების მართვა განსაზღვრავს. სწორედ ამ მიმართულებით საქართველოში პიონერია CMC - პირველი ქართული სამშენებლო მენეჯმენტის კომპანია, რომელმაც საქმიანობა საერთაშორისო ბაზრებზეც გააფართოვა. კომპანიის კომერციულ სტრატეგიასა და ახალი ბაზრების ათვისებას ხელმძღვანელობს თამარ თავაძე - არქიტექტურული განათლებისა და საერთაშორისო გამოცდილების მქონე ლიდერი, რომელმაც University College London-ში სამშენებლო ეკონომიკისა და მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა უმაღლესი შეფასებით დაასრულა. მის პორტფელშია ისეთი მასშტაბური ობიექტები, როგორებიცაა Galleria Tbilisi, TBC Forum, Adjarabet Arena, ასევე მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის პროექტები. დღეს თამარი კომპანიის პარტნიორული ქსელის გაფართოებას სომხეთში, უზბეკეთში, ყაზახეთსა და საუდის არაბეთში უძღვება.რა კონკურენტული უპირატესობით შედის ქართული კომპანია აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ბაზრებზე და როგორ ცვლის ინოვაციები დეველოპერულ სექტორს?

სტუმარი: თამარ თავაძე - CMC-ის კომერციული დირექტორი

#ქალებისნარატივი მარიამ იზორიასთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები