მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქალი მეწარმეების მხარდაჭერის თვე - "თამთაკის" წარმატების ისტორია

ss
25.03.24 17:41
436
სტატიაში საუბარია:

საქართველოს ბანკი ქალი მეწარმეების მხარდაჭერას კვლავ აქტიურად აგრძელებს. Wolt-თან თანამშრომლობით, მარტის თვეში საქართველოს ბანკმა ახალი კამპანია წამოიწყო, რომელიც ქალ მეწარმეებს ბიზნესების გაფართოებასა და ცნობადობის ზრდაში ეხმარება.

ორიგინალური კერძებით გამორჩეული თამთაკი ერთ-ერთია იმ წარმატებული ქალი მეწარმეების ბიზნესებიდან, რომლებიც ამ კამპანიის ნაწილია. თამთაკი 2020 წელს გაიხსნა და გურმანების გული მალევე მოიგო, დღეს კი Street food-ის მიმართულებით თბილისში ერთ-ერთი პოპულარული კვების ობიექტია. იმის შესახებ, თუ როგორ დაიწყო თამთაკის ისტორია და როგორ იქმნება ცნობილი “თამთაკები”, კვების ობიექტის თანადამფუძნებელი და დირექტორი, ეკატერინე გეგია, გვესაუბრა.

“Street food ფორმატის კვების ობიექტი თამთაკი 2020 წელს COVID-19-ის პანდემიის დროს გაიხსნა. ამის მიუხედავად, ობიექტმა სწრაფად მოიზიდა მომხმარებელი საინტერესო მოდელის (გათანამედროვებული ქართული სამზარეულო გადატანილი Street food ფორმატში) ფარგლებში შეთავაზებული გემრიელი და ორიგინალური შემადგენლობის მქონე კერძებით, რომელთა დაგემოვნებაც შესაძლებელია მხოლოდ თამთაკიში ან თამთაკიდან გამოძახებით. სამზარეულოს საკითხებში ობიექტს შეფ-მზარეული თამთა კიკალეიშვილი ხელმძღვანელობს. თამთა ცნობილი ქართველი შეფ-მზარეულია და მას მრავალწლიანი გამოცდილება აქვს კულინარიისა და რესტორნების მენეჯმენტის სფეროში. 2023 წელს თამთამ გაიმარჯვა Gault&Millau Georgia-ს ნომინაციაში “წლის საუკეთესო ქალი შეფი”. ამავე წელს თამთაკი მოხვდა საერთაშორისო მედია პლატფორმის, Restaurant Guru-ს, საქართველოში მოქმედი რესტორნების ტოპ ოცეულში და წლის საუკეთესო კაფეს წოდება მიენიჭა”, — ამბობს ეკატერინე გეგია.

მყუდრო გარემომ, რომელშიც კერძების მზადების პროცესსაც შეგიძლიათ თვალი ადევნოთ, თამთაკი ქართველი და უცხოელი ვიზიტორების საყვარელ ადგილად აქცია. ამას მოწმობს Google-ის პლატფორმასა თუ TripAdvisor-ზე მაღალი რეიტინგი — 4.8 ქულა (5-იდან). ასე რომ, მიუხედავად პანდემიის პერიოდის გამოწვევებისა, თამთაკიმ შეძლო, რომ მოკლე დროში სტარტაპიდან წარმატებულ ბიზნესად ქცეულიყო.

თამთაკი პანდემიის დროს გაიხსნა, რამაც საკმაოდ სერიოზული გამოწვევების წინაშე დაგვაყენა. მათ შორის, კვების ობიექტზე მომხმარებლების რიცხვის შეზღუდვა ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული აღმოჩნდა. ამ საკითხის გადაჭრაში მნიშვნელოვნად შეგვიწყო ხელი Wolt-ის მიტანის სერვისმა, რადგან ეს რეალური შველა იყო განსაკუთრებით ჩვენნაირი ახალბედა სტარტაპისთვის. დროთა განმავლობაში, ჩვენმა მომხმარებლებმა შეიყვარა თამთაკები. დიდი როლი ითამაშა იმ გარემოებამაც, რომ საკმაოდ აქტიურები ვიყავით სოციალურ ქსელებში და მაქსიმალურად ვცდილობდით, ჩვენი მენიუ სხვადასხვა ახალი კერძით გაგვემრავალფეროვნებინა, მათ შორის, ვეგანური კერძებითაც. ჩვენი კერძები — თამთაკები წარმოდგენილია როგორც თეფშზე, ასევე ხვეულას ფორმატში. თითოეული თამთაკის მენიუ ეყრდნობა ქართულ სუფრაზე ყველაზე ხშირად წარმოდგენილ კერძებს. თუმცა თამთაკების შემადგენლობა გამდიდრებულია და გამრავალფეროვნებულია ევროპული და აზიური სამზარეულოს გემოებითა და არომატებით. სწორედ ამით გამოირჩევა თითოეული თამთაკის უნიკალური კომბინაცია”, — აღნიშნა ეკატერინე გეგიამ.

საქართველოს ბანკისა და ვოლტის საერთო კამპანიაში თამთაკი უკვე ჩაერთო და როგორც ეკატერინე ამბობს, დადებითი შედეგებიც სახეზეა. ახალი კამპანიის ფარგლებში, უკვე მოქმედებს განსაკუთრებული პირობები. 31 მარტის ჩათვლით, ვოლტზე არსებული ქალი მეწარმეების ობიექტებში შოპინგიგსას, PLUS ბარათით გადახდისას, მომხმარებლები 30%-იან ქეშბექს ვოლტის ანგარიშზე დაიბრუნებენ.

მეწარმე ქალები კამპანიაში ჩართვის შემდეგ რამდენიმე უპირატესობით სარგებლობენ:

Wolt Ads პლატფორმის გამოყენებით 1 თვის განმავლობაში რეკლამის განთავსება უფასოდ შეუძლიათ და ეს შეთავაზება ათასობით მომხმარებელს გამოუჩნდება. რეკლამის შექმნის შემდეგ ქალი მეწარმეების ობიექტები აპლიკაციის ძებნის ველში წამყვან პოზიციას დაიკავებს. ასევე, მარტის თვეში ქალი მეწარმეები 30%-იანი თანადაფინანსებით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Ads Manager-ში შეთავაზების (ქეშბექი, ფასდაკლება, Plus ქულები) შექმნისას, რაც 1,4 მილიონზე მეტ მომხმარებელზე წვდომას გულისხმობს.

“ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ საქართველოს ბანკი მნიშვნელოვნად ეხმარება ბიზნესის განვითარებას და კერძოდ, მეწარმეებს. ამას ცხადყოფს საქართველოს ბანკის მიერ მრავალი წარმატებით განხორციელებული პროექტი. ამჟამად მიმდინარე პროექტის დადებითი შედეგებიც უკვე სახეზეა. ჩემი აზრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ბანკის მიერ ქალი მეწარმეების მხარდაჭერა, მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა და მათ განვითარებაზე ზრუნვა. ვოლტთან პარტნიორობა სწორედ ამ მიზნებს ემსახურება და როგორც მეწარმეებს, ასევე მომხმარებლებსაც აძლევს საშუალებას, საინტერესო შესაძლებლობებზე წვდომით ისარგებლონ”, — ამბობს ეკატერინე.

იმისთვის, რომ ქალი მეწარმეების კამპანიაში ჩაერთოთ და შეთავაზებით ისარგებლოთ, ამ ბმულზე უნდა გადახვიდეთ და განაცხადი შევასოთ.