30-31 მარტს ქუთაისი, გაეროს ქალთა ორგანიზაცია და ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ ორდღიან ეკონომიკურ ფორუმს მასპინძლობს. ფორუმი საქართველოში მოქმედ ბიზნესკომპანიებში ქალების გაძლიერებას ემსახურება. სწორედ აქედან, იმერეთის დედაქალაქიდან იღებს სათავეს კამპანია- ბიზნესის როლი ქალთა გაძლიერებაში.
სტუმრები: თეა გოგუაძე - ბიზნესლიდერთა ფედერაცია "ქალები მომავლისთვის", აღმასრულებელი დირექტორი;
ანა ფაშალიშვილი - "გაეროს ქალთა ორგანიზაცია", პროგრამის მენეჯერი


































