მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ქამარი შემოჭერილია იმდენად, რამდენადაც უნდა იყოს, რომ სული არ ამოგვხვდეს“ - ირაკლი ქარსელაძე

60868da400d91
ვიქტორია მღებრიშვილი
26.04.21 13:39
1123
"პანდემიის პერიოდში სამინისტროს ქამარი შემოჭერილი აქვს, იმდენად რამდენადაც ეს შესაძლებელია"- ასე უპასუხა ირაკლი ქარსელაძემ BM.GE-ის კითხვას - საიდან გამოთავისუფლდა 63 მუნიციპალიტეტის ურბანული განვითარებისთვის 500 მლნ ლარი ქვეყნისთვის კრიზისულ პერიოდში და რამდენად შემოჭერილი აქვს უწყებას ქამრები.

„ქამარი შემოჭერილია იმდენად, რამდენადაც უნდა იყოს, რომ სული არ ამოგვხვდეს, მაგრამ როცა საუბარია იმაზე, რომ სამინისტროს მოთხოვნა მნიშვნელოვნად აღემატებოდა იმ შესაძლებლობებს, რაც დაფინანსდა, ამიტომ თავისუფალ სახსრებზე საუბარი უსაფუძვლოა. საუბარია იმაზე, რომ მოხდა პრიორიტეტების გადალაგება კაპიტალური, ურბანული განვითარების თვალსაზრისით, რამაც შესაძლებლობა მოგვცა აღნიშნული პროგრამა ახლა დაგვეწყო და ეს დიდი შესაძლებლობა გაგვეჩინა მუნიციპალიტეტებისთვის და რეგიონებისთვის“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მისივე ინფორმაციით, 63 მუნიციპალიტეტში ურბანულ განახლებაზე, კულტურული და ისტორიული ობიექტებებისა და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაციაზე, ასევე რეკრეაციული სივრცეების მოწყობაზე, რეკრეაციულ პარკებში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, საზოგადოებრივი ობიექტების რეაბილიტაციასა და მოწყობაზე მიმართული 500 მლნ ლარი 4 წელზე გადანაწილდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები