ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა 2027 წლის ბიუჯეტის ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტი, საიდანაც ირკვევა რომ 2025 წელს, სახელმწიფო ბიუჯეტმა 42.6 მილიონი ლარის სუბსიდია გამოუყო შპს "სთარინგ ჯორჯიას", რომელიც "ბლექ სი არენას" და თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მფლობელია.
ეს 2022 წლის შემდეგ პირველი შემთხვევა იყო, როდესაც სახელმწიფომ აღნიშნულ კომპანიას სუბსიდია გამოუყო, ბოლოს 2022 წელს "ბლექ სი არენას" 73 მილიონი ლარის სუბსიდია ჩაურიცხა, რითაც კომპანიამ "სთარინგ ჯორჯიას" კამპანია დაიწყო, 2025 წელს კი დამატებით 42.6 მილიონი ლარი ჩაერიცხა "სთარინგ ჯორჯიას", თუმცა ამავე წელს ძვირად ღირებული კონცერტი არ გამართულა, ხოლო 2026 წლის 12 ივნისს, კომპანიამ თბილისში YE-ს, ანუ ქანიე უესთის კონცერტი გამართა. არტისტთან გაფორმებული კონტრაქტი კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს, შესაბამისად უცნობია თუ რა დაუჯდა აღნიშნული კონცერტის ორგანიზება სახელმწიფო კომპანიას.
























