მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქარის ელექტროსადგურის ასაშენებლად "უსასრულო ენერგიას" საჩხერეში მიწა 49 წლით გადაეცემა - განკარგულება

ქარის სადგური

"იმერეთი 1" ქარის ელექტროსადგურის ასაშენებლად შპს "უსასრულო ენერგიას" საჩხერეში სახელმწიფო მიწა აღნაგობის უფლებით გადაეცემა. მთავრობამ შესაბამისი განკარგულება 13 ივნისს მიიღო.

დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს თანხმობა მიეცა, შპს "უსასრულო ენერგიას" შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 49 წლის ვადით, აღნაგობის უფლებით გადასცეს საჩხერის მუნიციპალიტეტში უძრავი ქონება. წლიურ სარგებლობაში გადაცემის საფასურად კი 13 845 ლარია განსაზღვრული.

კომპანიამ ქონება სახელმწიფო ელექტროსისტემასთან 2024 წლის 28 ივნისს დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული „იმერეთი 1“ ქარის ელექტროსადგურის აშენებისა და ექსპლუატაციაში მიღების მიზნით უნდა გამოიყენოს.

ამასთან, ინვესტორი ვალდებულია, ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე, სსიპ მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოს 6 156 ლარის კომპენსაცია გადაუხადოს.

საუბარია ჯამში 23 000 კვადრატულ მეტრზე მეტ მიწის ფართობზე:

სამეწარმეო ამონაწერის თანახმად, შპს "უსასრულო ენერგიის" დირექტორი თორნიკე ბახტურიძე და კრესიმირ კონდიკი (ავსტრიის მოქალაქე) არიან.

კომპანიის 75%-ს ფლობს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ივიკომ ჰოლდინგჯი-ემ-ბი-ეიჩ (IVICOM HOLDING GMBH) /ავსტრია/. 25%-ს კი - შპს იბერია კაპიტალ ლიმიტედ. ამ უკანასკნელის დირექტორი ასევე თორნიკე ბახტურიძეა.

ცნობისთვის, გასული წლის მარტში bm.ge-სთან თორნიკე ბახტურიძე აცხადებდა, რომ მშენებლობა დაახლოებით ერთი წლის ვადაში დაიწყებოდა და 2.5 წელიწადში დასრულდებოდა. მისი ინფორმაციით, ქარის სადგურის სიმძლავრე 100 მეგავატი, ხოლო ინვესტიცია 140-150 მლნ დოლარი იქნებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები