მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქარიშხალ "მილტონის" შედეგების გამწვავებას ხელი კლიმატის ცვლილებამ შეუწყო - WWA

ფლორიდა

ფლორიდის შტატში გასულ კვირას მომხდარი სტიქიური უბედურება, რომელსაც 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, კლიმატის ცვლილებამ გაამწვავა - ამის შესახებ საერთაშორისო მეცნიერთა გუნდმა ანგარიში 11 ოქტომბერს გაავრცელა.

World Weather Attribution-ის ანალიზის თანახმად, გლობალურმა დათბობა ქარის სიჩქარე 10%-ით გააძლიერა, ნალექის რაოდენობა კი 20-30%-ით გაზარდა. World Weather Attribution კლიმატის მეცნიერებით დაკომპლექტებული გუნდია, რომლებიც ექსტრემალური მეტეოროლოგიური პირობების ჩამოყალიბებაში კლიმატის ცვლილების როლს იკვლევენ.

“მილტონის” დროს ქარის სიჩქარე პირველი კატეგორიიდან მეხუთემდე 24 საათზე ნაკლებ დროში გაიზარდა, რასაც მექსიკის ყურეში რეკორდულად თბილი ტემპერატურის მქონე ოკეანემ შეუწყო ხელი. ქარიშხალმა ფლორიდის სანაპიროზე მესამე კატეგორიის სიმძლავრით მიაღწია. კვლევები ადასტურებს, რომ მექსიკის სანაპიროებზე წყლის მაღალი ტემპერატურა კლიმატის ცვლილების გამო 800-ჯერ უფრო სავარაუდოა.

აშშ-ის ქარიშხლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, “მილტონი” ატლანტის ოკეანეში რიგით მესამე ყველაზე სწრაფი ქარიშხალია, რომლის სიჩქარემაც 290 კმ/სთ-ს მიაღწია.

WWA-ს მეცნიერები მიიჩნევენ, რომ “მილტონის” შედეგებიც გაუარესებას ხელი სწორედ კლიმატის ცვლილებამ შეუწყო, რომლის გარეშეც შედეგები ორჯერ უფრო ნაკლებად ინტენსიური იქნებოდა.

მკვლევართა ჯგუფი ასევე ამტკიცებს, რომ ბოლო 50 წელში ატლანტის ოკეანეში ქარიშხლების ინტენსიურობა სწრაფი ტემპით იზრდება. წყლის ზედაპირზე ტემპერატურის ზრდის გამო კი მეტეოროლოგები ვარაუდობენ, რომ ფლორიდისა და კარიბის რეგიონებში ქარიშხლების სეზონი 4-7 მასშტაბურ შტორმს გამოიწვევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები