ჩრდილოეთ ამერიკაში მეოთხე კატეგორიის ქარიშხალი "მილტონის" საშიშროების გამო მილიონი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ქარბორბალა, რომელმაც მექსიკაში იუკატანის ნახევარკუნძულს გადაუარა, ზომაში იზრდება და ფლორიდას შტატის მიმართულებით მოძრაობს.
ფლორიდის შტატისთვის ეს გასულ კვირებში მომხდარი მეორე სტიქიური მოვლენაა. ქარიშხალი "ჰელენის" შედეგებს აშშ-ის დასავლეთ სანაპიროზე კვლავ ებრძვიან - სტიქიას 225 ადამიანი ემსხვერპლა.
აშშ-ის ქარიშხლების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ შტორმი, პირველ რიგში, ქალაქ ტამპას სანაპიროს მიაღწევს, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 3 მილიონს აღემატება. მათივე ინფორმაციით, ქარიშხლის არეალის ქარის სიჩქარე 250 კმ/სთ-ს მიაღწევს, რითაც ის მეოთხე კატეგორიას მიეკუთვნება. ცენტრში აცხადებენ, რომ "მილტონი" "განსაკუთრებულად საშიშია", ის რამდენიმე დღეს გაგრძელდება და შესაძლოა, ფატალური შედეგებიც გამოიწვიოს.
ცენტრის ინფორმაციით, "მილტონი" ზომაში კიდევ უფრო გაიზრდება, ვიდრე ოთხშაბათს ფლორიდის სანაპიროს მიაღწევს.