მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ქარლოუდი”: 2021 წელს, რეექსპორტი 50-55%-ით გაგვეზარდა

61dc4b374a403
ლიკა გურაბანიძე
10.01.22 21:00
936
“2021 წელს 2020 წელთან შედარებით, რეექსპორტის მაჩვენებლები 50-55%-ით გაგვეზარდა,” - ამის შესახებ გადაცემა “საქმიან დილაში” ავტოდილერი კომპანია “ქარლოუდის“ დამფუძნებელმა ლევან ლუხავამ განაცხადა.

როგორც ლუხავამ აღნიშნა, კომპანია ახალი ბაზრების დამატებას არ ფიქრობს, რადგან არსებული ბაზრებიდან გაზრდილი მოთხოვნა ამ ეტაპზე მათთვის დამაკმაყოფილებელი შედეგის მომცემია.

“2020 პანდემიური წელი იყო და გაყიდვა, ვაჭრობა, ტვირთბრუნვა შემცირდა. 2021 წელი გაუმჯობესდა, ხოლო 2022 წლის მოლოდინი ოპტიმისტურია. ჩვენგან გასულ წელს ძირითადად რეექსპორტი აზერბაიჯანში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში განხორციელდა.

2021 წელს აზერბაიჯანიდან მოთხოვნა დაახლოებით 2-ჯერ გაიზარდა. გასული წლის დეკემბერი ძალიან მაღალი იყო რეექსპორტის კუთხით. ასეთი მოთხოვნა საქართველოს არასდროს ჰქონია.

იმედს ვიტოვებთ, რომ 2022 წელიც ასე გაგრძელდება. თუ ბაზარზე 2021 წლის მეორე ნახევრიდან წამოსული ტრენდი გაგრძელდება, 2019 წლის რეექსპორტის მაჩვენებლებს ძალიან მალე გადავასწრებთ.” - აღნიშნა ლუხავამ.

ცნობისთვის, 2021 წლის 11 თვეში საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის მოცულობამ, საქსტატის მონაცემებით, 413 მლნ დოლარი შეადგინა, ზრდა წინა წელთან შედარებით 14.5% იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები