მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქართუ ფონდმა" 66,940 კვ. მეტრი მიწა, სადაც Trump Tower-ი უნდა აშენდეს, "ცენტრალ პარკ ავენიუს" მიჰყიდა

Trump Tower

საჯარო რეესტრის თანახმად, 3 ივლისს "ქართუ ფონდმა", რომელიც იპოდრომის მიმდებარედ 66,940 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთს ფლობდა ტერიტორია მიჰყიდა კომპანია "ცენტრალ პარკ ავენიუს", რომელიც ადგილზე რამდენიმე ცათამბჯენის და მათ შორის 70-სართულიანი Trump Tower-ის მშენებლობას გეგმავს.

პროექტის ძირითადი დეველოპერები არიან - Biographi Living-ი და "არქი ჯგუფი". პროექტის განვითარებაში ასევე ჩართულია Sapir Organization-ი. ასევე პროექტში ჩართულია "ბლოქს ჯგუფი" და Finvest Georgia.

ბიზნეს რეესტრის თანახმად, შპს "ცენტრალ პარკ ავენიუ" 2023 წლის სექტემბერში არის დაფუძნებული. მასში 50%-ის წილი აქვს კომპანია "იდეას", რომელსაც თავის მხრივ ლევან და სოსო ფხაკაძეებს (40%-40%) და ვასილ ფხაკაძეს (20%) ეკუთვნის. "ცენტრალ პარკ ავენიუს" მეორე თანამფლობელია სააქციო საზოგადოება ცენტრალ პარკ ინვესთმენთსი, რომელიც 2026 წლის თებერვალში არის დაფუძნებული. კომპანიის დირექტორის და 100%-ის მფლობელად ბიზნეს რეესტრში ლუკა ლაფანიშვილი არის მითითებული.

საჯარო რეესტრში წარდგენილ განცხადებაში არაა მითითებული თუ რა იყო მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის თანხა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები