მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართულ-ამერიკული ურთიერთობები მალე გახდება იმაზე ინტენსიური, ვიდრე ოდესმე ყოფილა - იუსტიციის მინისტრი

რატი ბრეგაძე

ქართულ-ამერიკული ურთიერთობები აუცილებლად დაუბრუნდება ნორმალურ ფარგლებს და დარწმუნებული ვარ, ის კიდევ მეტად გაძლიერდება, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

ჟურნალისტებმა იუსტიციის მინისტრს სთხოვეს გაეკეთებინა კომენტარი ევროპის და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მთავარი მოადგილე, იური კიმის განცხადებაზე, რომელმაც თქვა, რომ საქართველოს მთავრობა ყალბ ინფორმაციას ავრცელებს, როდესაც ამბობს, რომ აშშ-ს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურს ან ელჩი გადატრიალების მცდელობაშია ჩართული.

ბრეგაძის თქმით, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები მალე გახდება იმაზე ინტენსიური, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

„სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ქართულ-ამერიკულმა ურთიერთობებმა მიაღწია უმაღლეს ნიშნულს. ნებისმიერ ურთიერთობაში შესაძლებელია, რომ არსებობდეს გარკვეული მომენტები, როდესაც არის მცირედი გაუგებრობები. ჩვენს ურთიერთობას აქვს ისეთი დიდი პოტენციალი და იმდენად ბევრი რესურსი, რომ დარწმუნებული ვარ, კიდევ ერთხელ ხაზგასმით გეუბნებით, რომ სულ მალე ეს ნიშნული უფრო მაღალ საფეხურზე იქნება“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები