მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართულ ავიაციას უდგას უპრეცედენტოდ წარმატებული პერიოდი - ირაკლი ქარქაშაძე

ირაკლი ქარქაშაძე

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი, ირაკლი ქარქაშაძე ამბობს, რომ ქართულ ავიაციაში უპრეცედენტოდ წარმატებული პერიოდია. ამის შესახებ მან აეროპორტებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრისას აღნიშნა.

როგორც მან BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ქუთაისის აეროპორტში მცირე სატვირთო ტერმინალს აეროპორტების გაერთიანება თავად აშენებს. კომპლექსური ლოგისტიკურ ცენტრის საკითხი კი კერძო ბიზნესთან მოლაპარაკების საგანია.

„[ქუთაისის აეროპორტში] ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის პროექტი აქტიურ ფაზაშია და ტენდერი გამოცხადებულია. რაც შეეხება სატვირთო ტერმინალს, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება თავად აშენებს მცირე ზომის სატვირთო ტერმინალს, რომელიც შექმნის ქუთაისის აეროპორტში ტვირთების გადაზიდვის პრეცედენტს. რაც შეეხება დიდ კომპლექსურ ლოგისტიკურ ცენტრს, ეს კერძო ბიზნესთან მოლაპარაკების საგანია. ჩვენ პერიოდულად ვხედავთ სხვადასხვა მიმართულებით ქუთაისის მიმართ მზად ინტერესს. 2024 წლის აპრილში დავამთავრეთ გენერალური გეგმა და უკვე მონიშნულია ის ლოკაციები, სადაც სხვადასხვა ზომის სატვირთო თუ ტექნიკური მომსახურების სივრცეებია განსაზღვრული. ღია ვართ ნებისმიერ ინვესტორთან მოლაპარაკებებისთვის. ქუთაისის აეროპორტი სტაბილურად ვითარდება. დღეს ქართულ ავიაციას უდგას უპრეცედენტოს წარმატებული პერიოდი. მე არ მახსენდება ისეთი წლები, როდესაც ოთხ აეროპორტში (ქუთაისის აეროპორტი, თელავის ახალი აეროპორტი, თბილისის ახალი აეროპორტი და მესტიის აეროპორტი) ერთდროულად კომპლექსური მშენებლობა მიმდინარეობდეს“,- თქვა ირაკლი ქარქაშაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები