მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართულ ბანკებში დეპოზიტებმა ₾75.6 მილიარდს მიაღწია - წლიური ზრდა 21.7%-ია

ფული ლარი

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 2026 წლის აგვისტოს ბოლოსთვის ბანკებში განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ 75.67 მილიარდ ლარს მიაღწია. ერთი თვის ჭრილში დეპოზიტები 1.69 მილიარდი ლარით გაიზარდა (2.40%-ით), ხოლო ერთწლიან ჭრილში კი დეპოზიტები გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 21.67%-ით არის გაზრდილი. შედარებისთვის, ეს უფრო მეტია, ვიდრე დაკრედიტების მატება, რაც წლიურად 14.83%-ით არის გაზრდილი. შესაბამისად, ამჟამად ბანკებში უფრო მეტი ფინანსური რესურსი გროვდება, ვიდრე კრედიტების სახით გაიცემა.

სებ-ის თანახმად, აგვისტოში წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები გაიზარდა 626.70 მილიონი ლარით, ანუ 1.71%-ით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 1.06 მილიარდი ლარით, ანუ 2.84%-ით გაიზარდა.

"დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2026 წლის აგვისტოს ბოლოსათვის 56.81 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.01 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 0.06 პროცენტული პუნქტით). აგვისტოში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.78% შეადგინა. მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 8.68% , ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.31%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 77.45% , ხოლო ევროს წილმა 20.00% შეადგინა,"- ნათქვამია ეროვნული ბანკის სტატისტიკაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები