მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართულ ბანკებში უცხოელების დეპოზიტები რეკორდულად გაიზარდა

633457f7d592f
BM.GE
28.09.22 18:28
665
აგვისტოს განმავლობაში უცხოეთის მოქალაქეებმა ქართულ ბანკებში რეკორდული მოცულობის - 667 მილიონი ლარის დეპოზიტები განათავსეს. შედეგად, საბანკო სისტემაში უცხოელთა დეპოზიტებმა 5.7 მილიარდ ლარს მიაღწია.

მიმდინარე წლის განმავლობაში უცხოელების დეპოზიტები სულ 1.7 მილიარდი ლარით გაიზარდა. უცხოელების დეპოზიტების ზრდის ტემპი მიმდინარე წლის მარტიდან დაჩქრადა, რაც რუსი მიგრანტების შემოდინებას უკავშირდებოდა. თუმცა, ეროვნული ბანკის სტატისტიკას არ აქვს მითითებული თუ რა ქვეყნების მოქალაქეებმა გახსნეს აგვისტოს განმავლობაში ანაბრები ქართულ ბანკებში.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, არარეზიდენტთა დეპოზიტების 89% უცხოურ ვალუტაში არის ნომირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები