მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართულ მხარეს პირგასამტხელო არ დაკისრებია - სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი "მეტროვაგონმაშზე"

მეტრო

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორი, გიორგი შარკოვი აცხადებს, რომ რუსულ “მეტროვაგონმაშთან” ხელშეკრულების გაწყვეტის მიუხედავად, ქართულ მხარეს არავითარი ვალდებულება არ დაკისრებია. ასე უპასუხა მან BMG-ის მიერ დასმულ შესაბამის კითხვას.

“არავითარი პირგასამტხელო, არავითარი ვალდებულება ქართულ მხარეს არ დაკისრებია, შეწყდა ხელშეკრულება იმ გადაწყვეტილების შესაბამისად, რაც მიღებული იყო დასანქცირების შემდეგ”, - განაცხადა შარკოვმა.

შეგახსენებთ, 2021 წლის მარტში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით და მისივე ორგანიზებით, გამოცხადდა ტენდერი თბილისის მეტროპოლიტენისთვის 40 ახალი ვაგონის შესასყიდად. ჩატარებული ტენდერის შედეგად, 2021 წლის ნოემბერში, გამარჯვებულად გამოცხადდა კომპანია „მეტროვაგონმაში“ და დაიდო ხელშეკრულება ვაგონების მოწოდებაზე.

2023 წლის 19 მაისს, კი საერთაშორისო პარტნიორებმა აღნიშნული კომპანია დაასანქცირეს, რის შემდეგაც, საქართველომ კომპანიასთან კონტაქტი გაწყვიტა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები