მკვლევარი ჰანს გუტბორდი გადაცემა „ანალიტიკაში“ საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნებს აფასებს. მისი მოსაზრებით, ქვეყანაში არჩევნებს რომ კარგად არ ჩაუვლია ის ფაქტიც მოწმობს, რომ მთავრობა კრიტიკოსებს თავს ესხმის, იმის ნაცვლად რომ წარდგენილ მტკიცებულებაზე პასუხი გასცეს.
"თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის, მთავრობა კრიტიკოსებს თავს არ ესხმის", - განაცხადა მან.
მკვლევარი ასევე ამბობს, რომ არჩევნებზე ფულმა დიდი როლი ითამაშა და იგი ვარაუდობს, რომ „ოცნებამ“ ამისთვის დაახლოებით 40 მილიონი ლარი დაიხარჯა.
"ასევე ვიცით რომ ფულმა არჩევნებზე დიდი როლი ითამაშა, „ქართულ ოცნებას“ თუ არაფერი აქვს დასამალი და რეალურად მოსწონთ გამჭირვალეობა მაშინ გვითხრან რა რაოდენობით თანხა დახარჯეს, რა კონტრაქტები გააფორმეს კოორდინატორებთან, კაპიტნებთან და როგორი იყო ნაღდი ფულის გამოყენების მარჟა. აქ ჩართული იყო „ქართუ“ და „ლიბერთი“ ბანკები, შეგვიძლია ანგარიშებს გადავხედოთ, ჩვენი ვარაუდის მიხედვით მინიმუმ 40 მილიონი ლარი დაიხარჯა“, - განაცხადა ჰანს გუტბორდმა და დასძინა, რომ თუ მთავრობას გამჭვირვალობა უნდა მათ მოქალაქეები უნდა დაარწმუნონ, რომ არჩევნებმა სამართლიანად ჩაიარა.
მას მიაჩნია, რომ ის ადამიანები ვინც სისტემის ფარგლებში მუშაობდნენ, სიმართლის მხარეს უნდა დადგნენ და თქვან, რა მოხდა რეალურად არჩევნებზე.
"ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობდა სისტემის ფარგლებში შეიძლება მათ ეფიქრათ, რომ ძალიან მცირე ნაბიჯებს დგამდნენ სისტემაში და ვერ აცნობიერებდნენ რაში შეჰქონდათ რეალურად წვლილი - რომ ეს საქართველოსთვის ძალიან სახიფათო რამ არის. მე ვიცი რომ „ქართული ოცნება“ როგორც პარტია ამას პასუხს არ გასცემს, მაგრამ ადამიანებმა უნდა გაიაზრონ რომ ისინი ძალიან ცუდი რაღაცის მონაწილეები იყვნენ და იმედი მაქვს გაგვიზიარებენ ამ ინფორმაციას, რადგან ისინი პირველ რიგში თავს საქართველოს მოქალაქეებად უნდა ხედავდნენ და უნდოდეთ, რომ მათი შვილები ამ ქვეყანაში დარჩნენ. პრობლემა არის, მაგრამ იმედი მაქვს კეთილსინდისიერი ადამიანები სწორ არჩევანს გააკეთებენ", - განაცხადა ჰანს გუტბორდმა.