მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართულ საკონდიტრო ნაწარმს რუსულ-უკრაინული პროდუქციის ჩანაცვლების პოტენციალი აქვს - “სანდომი”

6283b2cdcb0e3
ლიკა გურაბანიძე
17.05.22 22:00
1048
“ქართულ საკონდიტრო ნაწარმს დიდი პოტენციალი აქვს, რომ რუსულ-უკრაინული ჩაანაცვლოს", - ამის შესახებ BMG-ის “სანდომის” გაყიდვების სამსახურის ხელმძღვანელმა საბა მამალაძემ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, უკრაინაში ომმა მათ სექტორში ვითარება რადიკალურად შეცვალა, ქართული ბაზარი დანაკარგის შევსებას ადგილობრივი წარმოებით ცდილობს. ამიტომაც რუსეთიდანაც და უკრაინიდანაც ტკბილეულზე შექმნილმა დეფიციტმა მათი წარმადობა და შედეგად გაყიდვებიც გაზარდა.

“ომიდან გამომდინარე უკრაინიდან იმპორტი შეჩერებულია, რუსეთიდან კი ტრანზაქციების განხორციელებაა გართულებული. აქედან გამომდინარე, ქართულ ბაზარზე ამ ორი ქვეყნიდან საკონდიტრო ნაწარმის დეფიციტია შექმნილი. ჩვენი მხრიდან ახლა მაღაზიებში დეფიციტური დახლების მაქსიმალური შევსება ხდება. ჩვენი გაყიდვები გასული წლის აპრილთან შედარებით წელს ანალოგიურ პერიოდში დაახლოებით 30-40%-ით გაიზარდა.

რეალიზაცია გასულ წელთან მიმართებით, წელს იგივე პერიოდში გაორმაგებულია. ქართულ კომპანიებს იმის საშუალება აქვთ, რომ მომხმარებლებს დახლებზე საკონდიტრო ნაწარმის დეფიციტი არ ჰქონდეთ. ქართულ საკონდიტრო ნაწარმს დიდი პოტენციალი აქვს, რომ რუსულ-უკრაინული ჩაანაცვლოს", - განმარტა საბა მამალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები