მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ავეჯი კანადაში იყიდება - "შნოს" გეგმები

63c3bf825e1eb
ლიკა მეგუთნიშვილი
15.01.23 14:04
767
„უკვე სამი თვეა, რაც საქართველოში დამზადებული ავეჯი ექსპორტზე კანადაში გაგვაქვს“ - ამის შესახებ ავეჯის მწარმოებელი კომპანია „შნოს“ დამფუძნებელმა, გივი ნიორაძემ BMG-სთან განაცხადა.

მისი თქმით, ექსპორტის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ერთი მხრივ, კანადელების მხრიდან დიდი ინტერესი, ხოლო მეორე მხრივ - განბაჟების შეღავათიანი ტარიფია.

„ბოლო სამი თვეა, რაც კანადაში ავეჯის ექსპორტს აქტიურად ვახორციელებთ და მიზანიც დავისახეთ, რომ 2023 წელს ეს რაოდენობა მნიშვნელოვნად გავზარდოთ. თუკი ახლა, ჩვენი წარმოებული პროდუქციის მხოლოდ 1% გადის ექსპორტზე, გვინდა მიმდინარე წელს ეს მაჩვენებელი 20%-მდე გავზარდოთ. ჩვენს პროდუქციაზე კანადელების მხრიდან საკმაოდ დიდი ინტერესი და მაღალი მოთხოვნაა. ამის მთავარი განმაპირობებელი, რა თქმა უნდა, ის არის, რომ მათ მოსწონთ ჩვენი ავეჯი. გარდა ამისა, ჩვენ განბაჟების საკმაოდ შეღავათიანი ტარიფი გვაქვს, მხოლოდ 2%. ეს იმდენად დიდი შეღავათია, რომ ჩვენი პროდუქტი საკმაოდ კონკურენტუნარიანი გახდა”, - აცხადებს გივი ნიორაძე.

ცნობისთვის, ავეჯის მწარმოებელი კომპანია „შნო“ ბაზარზე უკვე 30 წელია ოპერირებს და ქართული ბრენდი მ-ისა და მასიური ხის კარ-ფანჯარას, ავეჯსა და პროფილებს აწარმოებს. გარდა ამისა, უკვე ხუთი წელია, რაც კომპანიამ რკინის ავეჯის წარმოებაც დაიწყო. ამჟამად „შნო“თბილისში ერთი შოურუმითაა წარმოდგენილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები