2025 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტირებული ავეჯი გაძვირდა. მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელთან შედარებით, წელს ექსპორტის მოცულობა 28%-ით შემცირდა 1 945 ტონიდან 1 399 ტონამდე, შემოსავლები $5 მილიონიდან $5.5 მილიონამდე გაიზარდა, რაც 9.2%-იან ზრდაზე მიუთითებს.
წელს, ქვეყნის მთავარი საექსპორტო ბაზარი სომხეთი იყო, სადაც 1 083 ტონა ავეჯის გაყიდვით საქართველომ $3.3 მილიონის შემოსავალი მიიღო.
2025 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, ავეჯის საექსპორტო ბაზრებია:
-
სომხეთი – $3.3 მლნ, 1 083 ტონა;
-
იტალია – $1 მლნ, 102 ტონა;
-
აზერბაიჯანი – $259 ათასი, 20 ტონა;
-
რუსეთი – $250 ათასი, 84 ტონა;
-
ლიეტუვა – $180 ათასი, 15 ტონა.
იმპორტის მხრივ, 2025 წლის პირველ რვა თვეში, საქართველოში $71.6 მილიონის ღირებულების 28 355 ტონა ავეჯი შემოვიდა. ეს 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2%-ით მეტია ღირებულებით და 1.3%-ით – მოცულობით (2024 წელს – $70.4 მლნ და 27 990 ტონა).
ყველაზე დიდი იმპორტიორი წელს კვლავ თურქეთია, საიდანაც საქართველომ 16 448 ტონა ავეჯი $26.9 მილიონად შეიძინა.
საქართველოსთვის ავეჯის იმპორტიორი TOP-10 ბაზარი 2025 წლის იანვარ-აგვისტოში:
-
თურქეთი – $26.9 მლნ, 16 448 ტონა;
-
ჩინეთი – $13.5 მლნ, 5 134 ტონა;
-
იტალია – $6.3 მლნ, 429 ტონა;
-
ბულგარეთი – $2.7 მლნ, 1 001 ტონა;
-
სლოვენია – $2.3 მლნ, 109 ტონა;
-
უკრაინა – $1.9 მლნ, 588 ტონა;
-
რუსეთი – $1.9 მლნ, 863 ტონა;
-
პოლონეთი – $1.5 მლნ, 247 ტონა;
-
გერმანია – $1.5 მლნ, 268 ტონა;
-
მალაიზია – $1.4 მლნ, 414 ტონა.
ინფორმაციისთვის, აღნიშნული მონაცემები არ ასახავს სრულად ავეჯის იმპორტისა და ექსპორტის სტატისტიკას, რადგან საქსტატი ავეჯის სხვა სახეობებსა და ნაწილებს ცალკე ითვლის.




























