მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ავიაკომპანია “ჯეო სქაის” შემოსავალი ₾269 მილიონამდე გაიზარდა

642eb88be21f5
BM.GE
06.04.23 16:30
2744
ქართულმა ავიაკომპანია Geo Sky-იმ 2021 წლის ფინანსური ანგარიში გაასაჯაროვა. დოკუმენტის მიხედვით, წლის განმავლობაში ავიაკომპანიის შემოსავალი 2.8-ჯერ გაიზარდა და მან 269 მილიონ ლარს მიაღწია.

შედეგად, “ჯეო სქაი” საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი ლოგისტიკური კომპანია გახდა. ავიაკომპანია 4 Boeing 747-ით ახორციელებს ტვირთების ტრანსპორტირებას.

სატვირთო ავიაკომპანია “ჯეო სქაი” 2017 წელს დაფუძნდა, მისი დირექტორი და 100%-ის მფლობელი პილოტი და ბიზნესმენი ზაურ ქორთოშაძეა.

ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს კომპანიის წმინდა მოგება 5 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო მისი ხარჯები ასე ნაწილდებოდა:

საწვავის ხარჯები - 142 მილიონი ლარი;
თვითმფრინავის იჯარა - 41.8 მილიონი ლარი;
ნავიგაციის ხარჯი - 20.2 მილიონი ლარი;
შრომის ანაზღაურება - 17.7 მილიონი ლარი;
თვითმფრინავების ნაწილები და მარაგები - 12 მილიონი ლარი;
აეროპორტების მოსაკრებელი - 10.1 მილიონი ლარი;
ცვეთა - 5 მილიონი ლარი;

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს რეესტრის თანახმად, “ჯეო სქაი” ამჟამად ორი Boeing 747-ით, ერთი Boeing 757-ითა და ერთი Boeing 737-ით ახდენს საჰაერო გადაზიდვებს.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, “ჯეო სქაის” პარტნიორი კომპანიის დირექტორი ყოფილი შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძეა.

“შპს ავიაკომპანია „ჯეო სქაი“-ს ჰყავს ასევე მეკავშირე საწარმო შპს ავიაკომპანია „თუშეთი“, რომელიც წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ კომპანიას, დაფუძნებულია 1999 წლის 20 აგვისტოს, საიდენტიფიკაციო ნომრით 208193925, რომელშიც შპს ავიაკომპანია „ჯეო სქაი“ ფლობს 30%-იან წილს. იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, სამგორის რაიონი, ხვედელიანის ქ., №1; კომანიის დირექტორია ალექსანდრე ჭიკაიძე,”- ნათქვამია ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები