მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ქართული ბანკები რუბლის ყიდვა-გაყიდვით საერთაშორისო რეგულაციებს არ არღვევენ“ – სებ–ის პრეზიდენტი

6244223a5d70d
ვიქტორია მღებრიშვილი
30.03.22 14:14
1130
კომერციული ბანკების მიერ რუსული რუბლის ყიდვა - გაყიდვა საერთაშორისო რეგულაციების დარღვევა არ არის– ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ მპკ-ს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მედიასაშუალებების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კითხვაზე - არღვევენ თუ არა კომერციული ბანკები რუბლის ყიდვა-გაყიდვით საერთაშორისო რეგულაციებს, კობა გვენეტაძემ ასე უპასუხა:

„ეს არ არის საერთაშორისო რეგულაციების დარღვევა. საერთაშორისო რეგულაციები მოცემულ შემთხვევაში რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები შეზღუდვებს იმ პირების მომსახურეობაზე აწესებს, რომლებიც სანქცირებულთა სიებში პირდაპირ არიან მითითებულნი. სხვა პირების მომსახურება საერთაშორისო სანქციებით აკრძალული არ არის. შესაბამისად, ქართული კომერციული ბანკები საკუთარი შიდა პროცედურებით იღებენ გადაწყვეტილებას, მოემსახურონ თუ არა რუსულ რუბლში არარეზიდენტ პირებს.

ამასთან, კომერციული ბანკები საერთაშორისო სანქციების მოთხოვნების მიხედვით კლიენტის რეზიდენტობისა და ტრანზაქციის ვალუტის მიუხედავად, აკონტროლებენ, რომ ბანკის მომსახურება სანქციების გვერდის ასავლელად არ იყოს გამოყენებული“, - განმარტა სებ-ის პრეზიდენტმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები