მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ბანკების აქტივებმა 70 მილიარდ ლარს გადააჭარბა

63d10648c6125
შოთა ტყეშელაშვილი
25.01.23 14:37
810
სტატიაში საუბარია:
საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა სებ-ს 2022 წლის დეკემბრის ფინანსური ანგარიშები უკვე წარუდგინეს. მათი მიხედვით, გასულ წელს საქართველოს საბანკო სექტორის აქტივების ზომამ 70.3 მილიარდ ლარს გადააჭარბა, რაც რეკორდული მოცულობაა. 

დეკემბრის განმავლობაში აქტივების ზრდამ 2.9 მილიარდი ლარით, ანუ 4.3%-ით გაიზარდა. 

ქართულ ბანკებში არსებული დეპოზიტები 44.3 მილიარდ ლარს შეადგენს, დეკემბერში ზრდა 1.7 მილიარდი იყო:

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2022 წლის დეკემბრის ბოლოსათვის 44.31 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 1.69 მლრდ ლარით, ანუ 3.96%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 3.98%-ით მეტი). დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 133.96 მლნ ლარით, ანუ 0.83%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.93%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 1.55 მლრდ ლარით, ანუ 5.88%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 5.85%-ით).

ბანკების საკრედიტო პორტფელმა 44.8 მილიარდს მიაღწია, დეკემბერში ზრდა 1.16 მლრდ იყო:

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2022 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით 1.16 მლრდ ლარით (2.66%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 2.37%-ით გაიზარდა) და დეკემბრის ბოლოს 44.80 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 596.47 მლნ ლარით (2.48%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 564.43 მლნ ლარით (2.88%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 2.24%-ით).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები