მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ბანკების რეიტინგი 2021 წლის I კვარტლის მოგების მიხედვით

6093bdb362151
შოთა ტყეშელაშვილი
06.05.21 14:32
3807
2021 წლის იანვარ-მარტში საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების მოგება 412 მილიონი ლარი იყო - ამის შესახებ ბანკების მიერ სებ-ისთვის წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებებიდან ირკვევა.

ანგარიშგებების თანახმად, ბანკების ფინანსური შედეგები 2020 წელთან შედარებით რადიკალურად არის გაუმჯობესებული, რადგან 2020 წლის პირველ კვარტალში ბანკებს მოგების ნაცვლად 747 მილიონი ლარის ზარალი ჰქონდათ, რაც სესხების შესაძლო დანაკარგებისთვის 1.1 მილიარდი ლარის დარეზერვებით იყო განპირობებული. ქართული ბანკების საპროცენტო შემოსავალი პირველი კვარტლის განმავლობაში 1.1 მილიარდი ლარი იყო. რაც შეეხება ბანკების არასაპროცენტო შემოსავლებს (მოსაკრებლებს, საკომისიოებს) მან 243 მილიონი ლარი შეადგინა.

ფინანსური მაჩვენებლების თანახმად, ყველაზე მაღალი - 192.4-მილიონიანი მოგება 2021 წლის პირველ კვარტალში "საქართველოს ბანკმა" გამოიმუშავა. წმინდა მოგების მხრივ მეორე ადგილზეა "თიბისი ბანკი", რომელმაც 159.9 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღო. მთლიანობაში "თიბისის" და "საქართველოს ბანკის" მოგება საბანკო სისტემის მოგების 85.5%-ია.

მესამე ადგილზეა "ლიბერთი ბანკი", რომლის მოგებაც 10.6 მილიონი ლარი იყო. 




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები