ქართული კომერციული ბანკების რეიტინგი წმინდა მოგების მიხედვით, 2021 წლის პირველი 9 თვის მდგომარეობით:
1. “თიბისი ბანკი” - 735,565,005 ლარის წმინდა მოგება; 2. “საქართველოს ბანკი” - 658,175,300 ლარის წმინდა მოგება;
3. “პროკრედიტ ბანკი” - 48,046,498 ლარის წმინდა მოგება;
4. “ლიბერთი ბანკი” - 36,311,329 ლარის წმინდა მოგება;
5. “ბაზისბანკი” - 33,319,645 ლარის წმინდა მოგება;
6. “ვითიბი ბანკი ჯორჯია” - 32,673,573 ლარის წმინდა მოგება;
7. “ტერაბანკი” - 23,801,999 ლარის წმინდა მოგება;
8. “ქართუ ბანკი” - 22,982,181 ლარის წმინდა მოგება;
9. “კრედო ბანკი” - 22,410,162 ლარის წმინდა მოგება;
10. “ხალიკ ბანკი საქართველო” - 14,756,911 ლარის წმინდა მოგება;
11. “იშ ბანკი საქართველო” - 8,616,961 ლარის წმინდა მოგება;
12. “ფინკა ბანკი საქართველო” - 1,005,671 ლარის წმინდა მოგება;
13. “ზირაათ ბანკი საქართველო” - 2,003,772 ლარის წმინდა მოგება;
14. “სილქ როუდ ბანკი” - 1,355,335 ლარის წმინდა მოგება;
15. " პაშა ბანკი საქართველო" - -2,823,225 ლარის ზარალი.
კონკრეტული თვეების განმავლობაში საბანკო სექტორის მოგების მაჩვენებელი ასეთი იყო:
იანვარი – 113.4 მილიონი ლარი;
თებერვალი – 132 მილიონი ლარი;
მარტი – 166.3 მილიონი ლარი;
აპრილი – 173 მილიონი ლარი;
მაისი - 204 მილიონი ლარი;
ივნისი - 294.6 მილიონი ლარი;
ივლისი - 178 მილიონი ლარი;
აგვისტო - 233.1 მილიონი ლარი;
სექტემბერი - 171.2 მილიონი ლარი.
მთლიანობაში 2021 წლის 9 თვეში ბანკებმა მთლიანი შემოსავლის სახით 4.42 მილიარდი ლარი მიიღეს; შედარებისთვის ეს თანხა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით 25%-ით მეტია. ჯამურად, სესხებიდან მიღებული საპროცენტო შემოსავლის მოცულობა 3.01 მილიარდი ლარია. უფრო კონკრეტულად ბანკების შემოსავალი ფიზიკური პირების სესხებიდან 1.81 მილიარდი ლარი იყო, ეს თანხა წლიურად 23%-ით არის გაზრდილი. იურიდიული პირების სესხებიდან მიღებული საპროცენტო შემოსავალი კი წელს 18%-ით გაიზარდა და 1.21 მილიარდი ლარი შეადგინა.
საკომისიოებიდან, ჯარიმებიდან და საკონვერსიო ოპერაციებიდან ბანკებმა 343 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს. წინა წელთან შედარებით ეს თანხა 48%-ით არის გაზრდილი.
რაც შეეხება მათ ხარჯებს – ყველაზე დიდი ხარჯი მოქალაქეებისა და ბიზნესების დეპოზიტებზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი იყო, რომლის მოცულობამაც 960 მილიონი ლარი შეადგინა. ამასთან, ბანკებმა თავიანთი სესხების მომსახურებაზე (უცხოური და ადგილობრივი ფინანსური ორგანიზაციების მიმართ) 554 მილიონი ლარი დახარჯეს.
ქვეყანაში მოქმედმა ბანკებმა თავიანთ თანამშრომლებზე ხელფასების სახით 577 მილიონი ლარი გასცეს. ბანკების ადმინისტრაციის და აპარატის შენახვის ხარჯები წელს 14%-ით არის გაზრდილი.
მთლიანობაში საბანკო სისტემამ 1.83 მილიარდი ლარის მოგება დააგენერირა, რაზეც 192.5 მილიონის მოგების გადასახადი გადაიხადა. შედეგად, ბანკების მესაკუთრეებსა და აქციონერებს 1.64 მილიარდი ლარის წმინდა მოგება დარჩათ.